საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მადლობა მოახსენეს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აქტი მოიტანა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და მიულოცა მათ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 იანვარს თბილისში შავი ქვის მრეწველი ილარიონ დავითის ძე ბერიძე ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს თბილისში ჩამოვიდა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სომხეთის საზოგადო მოღვაწე და მწერალი ოვანეს თუმანიანი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს, 13 საათზე მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის ცნობა მიულოცეს უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის დიპლომატიურმა რწმუნებულებმა, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ ა. ი. ხატისოვმა სომხურმა სამღვდელოებამ, საქართველოს კათალიკოსმა ლეონიდემ, ჩეხოსლოვაკეთის „სვატოშის“ წარმომადგენელმა, სენატის თავმჯდომარემ, საფრანგეთის სამღვდელოებამ, სომეხმა პოეტმა ო. ვ. თუმანიანმა, „კავკაზსკოე სლოვოს“ რედაქტორმა ი. მ. დოლუხანოვმა, და სხვა საზოგადო წარმომადგენლებმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სტუდენტი გ. სვანიძე სტუდენტთა კავშირის გამგეობის სახელით მოუწოდებდა ყველა ადგილობრივ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა დემოკრატიულ ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიეღოთ 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესასწაულში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სტუდენტი გ. სვანიძე სტუდენტთა კავშირის გამგეობის სახელით ითხოვდა დაარსებულიყო უნივერსიტეტის დღის (26 იანვარი) მომწყობი კომისია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სტუდენტი გ. სვანიძე იუწყება, რომ სტუდენტთა კავშირის გამგეობამ პროფესორთა საბჭოს თანხმობით გადაწყვიტა, 26 იანვარს მთელ საქართველოში აღენიშნათ უნივერსიტეტის გახნის დღე და მოეწყოთ სადღესასწაულო საღამოები. ქუჩებში უნდა გაყიდულიყო საგანგებულოდ გამოცემული გაზეთი და ყულაბებით შეგროვებულიყო ფული ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა ქართველი სამხედროების – ალექსანდრე გულისაშვილის, ალექსანდრე ნათიაშვილის, იროდიონ დიდიძის, ა. მაჭავარიანის, დ. ებრაელიძისა და ექიმ ჯეგნარაძის საახალწლო მილოცვა რედაქციის მიმართ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი აფხაზი ეწვია მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და პალატის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 იანვარს ქუთაისში დაკრძალავდნენ ვასილ ივანეს ძე პეტრიაშვილს.

1920

ტიპი: ავტორობა

ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, უორდროპის გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც ის წერს: „თქვენო აღმატებულებავ! მაქვს პატივი გაუწყოთ, ლორდმა კერზონმა მთხოვა თქვენ გაგიცხადოთ, რომ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადება მიეცა ეცნოთ de facto საქართველოსა და ადერბაიჯანის რესპუბლიკები. ეს წინადადება მიღებულ იქნა უკამათოდ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა თანხმობით“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ზეიმზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს ნოე რამიშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, ნოე ჟორდანიამ და ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა უორდროპმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის რადიოტელეგრამას აქვეყნებდა, რომელშიც ის საქართველოს ანტონ ივანეს ძე დენიკინის წინააღმდეგ გალაშქრებას სთხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით გამართულ დამფუძნებელი კრების საზიმო სხდომას მიმართა მთავრობის თავმჯდომარემ და განაცხადა: „დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საბერძნეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მოადგილე, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატი, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი, აზერბაიჯანის და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სპექტაკლში „გუშინდელნი“ მონაწილეობდნენ: ვასილ აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასილ არაბიძე, სუზანა ბეჟანიშვილი, მიხეილ გელოვანი, აკაკი ვასაძე, იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ ლორთქიფანიძე, ანდრია მურუსიძე, მიხეილ სარაული, პავლე ფრანგიშვილი, ანეტა ქიქოძე, ოლიმპიადა ღოღობერიძე, ელენე ციმაკურიძე, ნინო ჩხეიძე, მიხეილ ჭიაურელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გასულ საღამოს მუნიციპალიტეტში გაიმართა საგანგებო სხდომა დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა შენობა გაანათებინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ბევრი საინტერესო სიტყვა წარმოთქვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანმრთელობის სადღეგრძელო წარმოთქვეს, რის შემდეგაც ათი საათისთვის იქიდან დადიანებთან გაიპარა ვახშამზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დადიანებთან გამართულ საახალწლო წვეულებაზე ცეკვა და მოლხენა შუადღემდე გაგრძელდა, ახალგაზრდებმა ქართულად და რუსულად მცირე პიესები წარადგინეს, თავად კი წვეულების ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „რისთვის გვიცნეს?“ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.