რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 სექტემბრის წერილიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას თანხის უქონლობის გამო უგვიანდება იაკობ ნიკოლაძისთვის ილიას საფლავის ძეგლის ჩამოსასხმელად საჭირო 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში, ამიტომ თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს, შეასრულონ 1908 წლის 23 აგვისტოს №830 შეტყობინებაში დადასტურებული მზადყოფნა და გაუწიონ გამგეობას დაპირებული ნივთიერი დახმარება. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა – გამგეობის მდივანი.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვს, მიაწოდონ 15 სექტემბრის საგანგებო კრების მიერ ილიას ძეგლისთვის გამოყოფილი 1000 მანეთი და საზოგადო კრების სხვა შემოწირულობანი, რათა დროულად მოხერხდეს იაკობ ნიკოლაძისთვის კუთვნილი 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა პავლე თუმანიშვილმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს გაუგზავნა წერილი და 200 თუმნის ქვითარი. თანხიდან 100 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის იყო განსაზღვრული, დანარჩენი კი – აკაკი წერეთლის ფონდისთვის.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907-1910 წლებში თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა გიორგი ყაზბეგის მიერ შეტანილი გადასახადის (22. 70 მან.) ქვითარსა და მინაწერში აღნიშნა, რომ ნოტარიული მომსახურებისთვის გასამრჯელოს (9 მან.) აღებაზე უარი განაცხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების მფლობელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 500 მანეთი გადაურიცხა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ დავით სარაჯიშვილის განკარგულებით მათთვის უნდა გადაეცათ 500 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად. შეტყობინებას ხელი მოაწერა კანტორის მთავარმა რწმუნებულმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ გამგეობას შეუძლებლად მიაჩნდა მისთვის 1 000 მანეთის გაგზავნა ილია ჭავჭავაძის ქანდაკებისთვის, შეახსენა, რომ ამ თანხას საფლავზე ძეგლის გამართვის შემდეგ მიიღებდა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 27 მაისს იაკობ ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (მდებ. სასახლის ქუჩა, სახლი N6) შეატყობინა, რომ მარსელიდან უნდა გამოეგზავნა ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ბრინჯაო და თავადაც ჩამოსულიყო. იგი 3 ივნისს ბათუმში იქნებოდა, საქმეების მოგვარების შემდეგ კი – თბილისში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, სამსონ ფირცხალავა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განსახილველი იყო საკითხი შიო ქუჩუკაშვილის საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის მიზეზად აღნიშნა, რომ მაღაზიის გარდა ბევრი სხვა საქმეც ევალებოდა და საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გამგედ აღდგენის შემთხვევაში მისი ხელფასიდან ყოველთვიურად გამოერიცხათ 25 მანეთი, რითიც ზარალი თანდათან დაიფარებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ დაადგინა, რომ შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს საზოგადოების წიგნების სია და საწყობი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასთვის უნდა ჩაებარებინა.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე გამრეკელი, სევასტი გაჩეჩილაძე, კონსტანტინე გარაყანიძე, პლატონ გუგუნავა, ვალერიან გუნია, გაბრიელ გულისაშვილი, სპირიდონ გორდელაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ გოგიტიძე და მიხეილ გედევანიშვილი ვალდებულნი იყვნენ ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წელს იაკობ ღულაძე იყო განსაკუთრებული კომისიების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, დავით გარსიაშვილი, ანა გვარამაძე, ივანე გიუნაშვილი, მარიამ დემურია, ილია დურგლიშვილი, დავით დვალი, ძაღუნ დოლიძე, გიორგი დავითაშვილი, მიხეილ დარჩიაშვილი და კონსტანტინე დვალი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ლუარსაბ ბოცვაძე, გიორგი ბერაძე, დარია გძელიშვილი, კალისტრატე გოგუა, მარიამ გაბაშვილი, მიხეილ გოგლიძე, იოსებ გველესიანი, ივანე გომელაური, ელენე გვარამაძე და ალექსანდრე გარსევანიშვილი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გრიგოლ დიასამიძე, მიხეილ ედიბერიძე, მიხეილ ელიზბარაშვილი, ვლადიმერ ელიავა, სიმონ ეჯოშვილი, სპირიდონ ვირსალაძე, იპოლიტე ვართაგავა, გრიგოლ ვასილიევი, სამსონ ვაშაყმაძე და თამარა ვაშაყმაძისა ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობაზე დატოვება.