საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81584

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ელ დეკემბერს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სარევიზიო კომისიის ანგარიშის პასუხი წარუდგინა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება ლაზებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მოხსენება განსვენებული ილია ჭავჭავაძის მოძრავი ქონების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თამარ ფალავანდიშვილის თხოვნა, საზოგადოებას უფასოდ გადაეცა წიგნები მარიამ ყარალაშვილის სკოლისთვის.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მიერ წარდგენილი წინა წლის ანგარიში. პასუხის მომზადება სამსონ ფირცხალავას დაევალა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი ილია ჭავჭავაძის ფონდიდან თანხის ნაწილის საზოგადოების მასწავლებელთა საპენსიო სალაროსთვის მოხმარების შესახებ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარის ამხანაგად დამტკიცებულიყო ნიკოლოზ საბაშვილი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის განცხადება მისთვის წიგნების ჰონორარის დროულად გადაცემის შესახებ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ გიორგი ჟურული დამტკიცებულიყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე შავლიაშვილის თხოვნა კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ 10-თუმნიის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა. შავლიაშვილის თავმდებნი გიორგი ლასხიშვილი და სამსონ ფირცხალავა იყვნენ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის სექტემბერში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წინადადებით მიმართა, სამღვდელოებასაც დავალებოდა ილია ჭავჭავაძის ფონდის შევსებაში მონაწილეობა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა მოხსენება განსვენებული ნიკოლოზ ხიზანაშვილის წიგნების შეძენის თაობაზე. გამგეობამ უფულობის გამო უარი განაცხადა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად დაემტკიცებინათ გრიგოლ ბურდული.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად ტიტე კახიძე დაემტკიცებინათ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად იასონ ლორთქიფანიძე დაემტკიცებინათ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავა წარდგა მოხსენებით, რა უნდა გაეკეთებინათ საზოგადოების საქმეების გასაუმჯობესებლად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 23 იანვარს სამსონ ფირცხალავასა და პართენ გოთუას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღონისძიების მოწყობა დაავალეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილისათვის „დედა ენის“ ჰონორარის გადაცემის საკითხი. გოგებაშვილმა მიიღო 1000 მანეთი და კიდევ ამდენივე ერგებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში ჯავდათ ომარბეგოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დახმარება სთხოვა. საზოგადოების გამგეობამ მისი თხოვნა უფულობის გამო ვერ დააკმაყოფილა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში ქართველ ქალთა ამხანაგობის მასწავლებელმა სალომე მაღალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა. გამგეობამ 10 მანეთის ღირებულების წიგნები გამოუყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა მიხეილ კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიას არ სჭირდებოდა რუსული ენის ოთხი მასწავლებელი, რადგან არც ერთ მათგანს არ ჰქონდა გაკვეთილების საკმარისი რაოდენობა და გაკვეთილების რაოდენობის გამო არც ერთი მატერიალურად უზრუნველყოფილი არ იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნინო კარიჭაშვილი გორის ქალთა გიმნაზიაში რუსულ ენას დაბალ და მაღალ კლასებს ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

გორის ქალთა გიმნაზიის საქმის მწარმოებელი და კლასის დამრიგებელი თამარ ილარიონის ასული ციციშვილი-გუბარევისა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან არ შეეძლო საქმის წარმოება ქართულ ენაზე.