რეგისტრირებული ფაქტები81688
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა ჭრა-კერვის სკოლის მასწავლებლის, სალომე მაღალაშვილის თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-20 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ვალერიან ლორთქიფანიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-20 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქობულეთის სკოლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 2.20 მანეთი გამოყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ბათუმის წიგნის მაღაზია „ჭოროხისთვის“ კრედიტის გამოყოფის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მოსე ჯანაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 34.62 მანეთი გადაუხადეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს რევიზორ სამსონ ფირცხალავას მოხსენება ყალამშიისა და გომარეთის სკოლების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს თონეთის სკოლის მასწავლებელმა ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სკოლისთვის უსასყიდლოდ მიეცათ 8.60 მანეთის ღირებულების საკანცელარიო ნივთები: 80-80 ცალი ქართულისა და რუსულის რვეულები, სახატავი რვეული, კალმები და შავი მელნის ფხვნილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის, ბათუმის, სენაკისა და ვლადიკავკაზის სკოლების შემოწმება სთხოვა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებლის ზედამხედველის ბურჯანაძის თხოვნა წიგნების გაგზავნის თაობაზე. გამგეობამ მისთვის საზოგადოების გამოცემების გაგზავნა გადაწყვიტა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს სვანეთის ეკლესიების მღვდლის, ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა საკვირაო სკოლაში გასაგზავნი საკანცელარიო ნივთების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ანასტასია წერეთლის ინიციატივაზე (მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების გამართვის შესახებ) უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ანასტასია წერეთლის მოხსენება მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების გამართვის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო რაზიკაშვილის თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს კავკავის სკოლის კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ ოლგა ბაკურაძის ნაცვლად ახალი მასწავლებელი სჭირდებოდათ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ელისაბედ მდივანი კომიტეტის წევრად აერჩიათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ დიასამიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის კრედიტის გამოყოფის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ყაზბეგის სკოლისთვის წიგნების გაგზავნა სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 21-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ლევან გედევანიშვილმა და ალექს კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მცხეთაში სკოლის გახსნა სთხოვეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1906 წლის ანგარიშის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგის პედაგოგიური რჩევები განსახილველად იაკობ გოგებაშვილს გადასცეს და აზრის გამოთქმა სთხოვეს.