საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81547

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე გახსნა ბარბარე ივანეს ასულ კვირკველიას წარდგენილი ყულაბა, რომელშიც 280. 57 მანეთი აღმოჩნდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის გამოგზავნილი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის 1897-98 წლების ანგარიში.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ ნიკოლაძის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებით. გამგეობამ ნიკოლაძეს დამატებითი ცნობების გაგზავნა მოსთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაამტკიცა ანგარიში ოლღა ჭავჭავაძისათვის ბაზრობის გასამართად 100 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, სკოლას წიგნებით დახმარებოდნენ. გამგეობამ 18 მანეთისა და 50 კაპიკის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლისთვის მიეცა 30 რუსულის სამხაზიანი რვეული, 30 ქართულის რვეული N1 და 10 რვეული N2, 1 კოლოფი კალმები და 10 კალმისტარი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯორჯაძის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხების თაობაზე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულიყო სალიტერატურო საღამო, რომლის ორგანიზება სამსონ ფირცხალავას დაევალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები ცალ-ცალკე გამოცემებად დაებეჭდათ. ამ საქმის ორგანიზება სამსონ ფირცხალავასა და დავით კარიჭაშვილს დაევალათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობას დაუყოვნებლივ უნდა გამოეცა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და მწერლის პატივსაცემად და მისი ფონდის გასაძლიერებლად საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში სალიტერატურო ღონისძიებები გაემართა ილიას ნაწარმოებების მიხედვით.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ანდერძი. გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია, სასამართლოსთვის მეურვის გამოყოფა ეთხოვა, რაკი ოლღა გურამიშვილს ავადმყოფობის გამო ილიას ანდერძის შესრულებისათვის ყურადღება მიქცევა არ შეეძლო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ დავით კარიჭაშვილი და ივანე რატიშვილი ყოფილიყვნენ ილია ჭავჭავაძის დასაფლავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები. მათ დაევალათ, დასწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას საგურამოდან თბილისში.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს, როგორ უნდა მიეგოთ პატივი 30 აგვისტოს მოკლული ილია ჭავჭავაძისათვის.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა. საკითხის განხილვა გადაიდო 7 მაისის საგანგებო კრების შემდეგ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების აპრილის ხარჯთაღრიცხვა – შემოსავალი იყო 898 მან. 42 კაპ., ხარჯი – 1 559 მან. 67 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 472 მან. 82 კაპ., ვალი – 155 მან. 20 კაპ., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის მოხსენება, რომ 1-ელი თებერვლიდან თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე, ხოლო რეტუშორმა ნიკა ფიცხელაურმა თავი დაანება სამსახურს. გამგეობამ დაამტკიცა მომცელიძე, ფიცხელაურის ადგილი დატოვა დროებით თავისუფლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ოლღა გურამიშვილის წერილი ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ხონის ბიბლიოთეკის წარმომადგენელთა თხოვნა, ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელ პირად ვიქტორ ქუთათელაძე დაენიშნათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სერგი გორგაძის თხოვნა, რომ საზოგადოების გამგეობას ინსტიტუტის სტუდენტებისთვის წიგნები უფასოდ დაეთმო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, ია კარგარეთელის შედგენილი ქართული ხმების კრებული დაებეჭდათ და ავტორისთვის მიეცათ შემოსავლის ნახევარი, ავანსად – 50 მანეთი. ოქმს ხელს აწერენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს აცნობა, რომ სამრევლო სკოლა მისგან 11 მანეთის გადახდას ითხოვდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს 1541 მანეთის კალენდარი არ გაიყიდა. ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძემ და წევრმა სვიმონ ვახვახიშვილმა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს კავკავის სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ალ. პ. სარაჯიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი, კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ბათუმის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი, წევრები კი იყვნენ: დ. კლდიაშვილი, მ. ბეთანოვი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე.