საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81530

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მღვდელ ვასილ კარბელაშვილს მიხეილის საავადმყოფოს წიგნსაცავისთვის გაგზავნოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-26 აპრილის შემოსავალი 607. 32 მანეთი იყო, ხარჯი – 949. 45 მან. საზოგადოებას სულ ჰქონდა 18 791. 19 მან., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გრიგოლ ტატიშვილისთვის პუშკინის თხზულებების დასაბეჭდად 15 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ლავრენტი აგლაძისთვის თონეთის სკოლის საორგანიზაციო საკითხების თანხის, 2 მანეთის, გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარდგენილი ცნობის მიხედვით, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შემწეობაზე იმ წელს გამგეობას 198. 40 მანეთი ჰქონდა დახარჯული. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის, ალექსანდრე გარსევანიშვილის მოხსენება 31 მარტს სკოლაში მომხდარი ინცინდენტის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში კონსტანტინე თავართქილაძისთვის 20 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია ჭიჭინაძისთვის მისი წიგნების თანხის, 15 მანეთის, მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ელენე ანტონოვსკისთვის იოანე ბატონიშვილის სამეცნიერო ლექსიკონის გადაწერის თანხის, 7 მანეთის, გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის, 88 მანეთის, მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საორგანიზაციო საკითხთა ანგარიში დახარჯული 45 მანეთისა და დასახარჯი 88 მან. ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა შეადგინა საზოგადოების მუშაობის 1898 წლის ანგარიში, რომელიც შეამოწმა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მდივან დავით კარიჭაშვილის მიერ მომზადებული საზოგადოების წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივან დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილ საზოგადოების მუშაობის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის განხილვა და შემოწმება ივანე რატიშვილსა და ნიკოლოზ მთვარელიშვილს დაევალათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე მოისმინა მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების წიგნსაცავის კატალოგიზაციის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ფოტოატელიეს გამგემ, ვასილ როინაშვილმა თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე, რომელიც 1-ელი თებერვლიდან შეუდგა თანამდებობის შესრულებას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ივანე რატიშვილის მოხსენება სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის მოხსენება გამგეობის წევრობისგან გათავისუფლების თაობაზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის პირველი და მეორე სამკითხველოების ხარჯთაღრიცხვა. მარტში პირველი სამკითხველოს შემოსავალი – 3.85 მანეთი, გასავალი კი 27.70 მანეთი იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება, რომ გამგეობას მიხეილ თამარაშვილისთვის რომში გაეგზავნა წიგნები საქართველოს ისტორიის შესახებ.