საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 18 ოქტომბერს თბილისში, მიხაილოვის ქუჩაზე, 12 წლის ექვთიმე გუგუშვილმა შურისძიების მიზნით დანით დაჭრა ბიძაშვილი, 20 წლის სვიმონ გუგუშვილი, რომელმაც ორი თვის წინ მოკლა მოზარდის ძმა, ოლომფრე გუგუშვილი. დამნაშავე პოლიციამ მალე დააკავა. მიხეილის საავადმყოფოს ექიმები დაჭრილის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-66 წლებში დიმიტრი თამაზის ძე გიორგაძე შუყერის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 8 აპრილს შუყერის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი თეოდოსი (თედორე) ნიკოლოზის ძე ბუხაიძე გარდაიცვალა.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842-46 წლებში თეოდოს (თედორე) ნიკოლოზის ძე ბუხაიძე შუყერის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: გარდაცვალება

1847 წლის 23 მარტს შუყერის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ სეხნიას (სიმონის) ძე ბუხაიძე გარდაიცვალა.

1804

ტიპი: თანამდებობა

1804-47 წლებში ნიკოლოზ სეხნიას (სიმონის) ძე ბუხაიძე შუყერის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის პირველ დეკემბერს შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იოსებ დავითის ძე კვიჟინაძე გარდაიცვალა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის იანვარში გამართულ ფილარმონიული საზოგადოების პირველი საზოგადო კრებაზე ი. ა. სულხანიშვილი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1844

ტიპი: გარდაცვალება

1844 წლის პირველ ივნისს შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი შიო მარკოზის ძე ნეფარიძე გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნ. ი. თამამშევმა თხოვნით მიმართა თბილისის გუბერნატორს, ნება მიეცათ რკინიგზის სადგურთან გაეხსნა მუშათა ბიუროს განყოფილება, განყოფილებასთან ერთად იქნებოდა ღამის თავშესაფარი უბინაო მუშებისთვის.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849-87 იოსებ დავითის ძე კვიჟინაძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-91 წლებში გრიგოლ იოანეს ძე ჩაჩანიძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: გარდაცვალება

1864 წლის სექტემბერში შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი დავით პაატას ძე კვიჟინაძე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წის 3 ოქტომბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ გორის მაზრის სასულიერო სასწავლებლები მოინახულა.

1818

ტიპი: თანამდებობა

1818-44 წლებში შიო მარკოზის ძე ნეფარიძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-99 წლებში აბესალომ გრიგოლის ძე ჩაჩანიძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1812

ტიპი: თანამდებობა

1812-64 წლებში დავით პაატას ძე კვიჟინაძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1917 წლებში ისაია ისიდორეს ძე ვაშაძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1900 წლებში იოაკიმ პეტრეს ძე მოდებაძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1825

ტიპი: გარდაცვალება

1825 წლის 21 დეკემბერს შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი გიორგი ჩაჩანიძე გარდაიცვალა.

1825

ტიპი: თანამდებობა

1825 წელს გიორგი ჩაჩანიძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის საფინანსო კომისიის წევრებად კ. ი. რუხაძე, ბ. რ. საბახტარიშვილი და გ. ს. სტავრიდი აირჩიეს.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონს ყოფილი მოურავის სასარგებლოდ 17133 მანეთის გადახდა დააკისრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია კარგარეთელის წერილი „მუსიკა ქართულ სკოლაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ახალი გორი“.