საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამმა და მისმა ქმარმა, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა, ლამისყანაში გლეხებს  80 დესეტინა ტყე გადასცეს.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამმა და მისმა ქმარმა, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა, ატენში გლეხებს 100 დესეტინა ტყე გადასცეს.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მან ქმართან, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანთან ერთად ატენსა და ლამისყანაში კოოპერატივები დაარსეს.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მან ქმართან, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანთან, ერთად სოფელ ატენსა და ლამისყანაში წყაროს წყალი გაიყვანა.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო წმ. ნინოს სასწავლებლის საბჭოს წევრი.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, იგი ერთადერთი ქალი ყოფილა თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის კომიტეტში.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სწორედ მას ჩამოუტანია შვედეთიდან ვაჟთა ქართული სკოლის (შემდგომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) შენობის გეგმა.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან თბილისის ვაჟთა ქართულ სკოლაში მუსიკის მასწავლებლად ზაქარია ფალიაშვილი მიიწვია.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას აქტიური მონაწილეობა მიუღია თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის ორკესტრის შექმნაში.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი იყო თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის მუსიკის მასწავლებელი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მარიამი თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამი აირჩიეს თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის თავმჯდომარის ამხანაგად.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ყოველთვის ხელს უწყობდა გლეხის შვილების მიღებას სკოლაში.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ ორბელიანის მამა, ვახტანგ ორბელიანი იყო პოეტი.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ის ვახტანგ ორბელიანის შვილი იყო.

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1940 წელს, ავტობიოგრაფიის დაწერის პერიოდში, მარიამ ორბელიანი 88 წლის იყო.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს მარიამ ორბელიანმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის ლექსების კრებული „ვარსკვლავების ღიმილი”.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1941 წლებში ანდრო თევზაძე იყო „ოქტომბრელის“ პასუხისმგებელი მდივანი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა სერგი ჭილაიას მონოგრაფია „ვახტანგ ორბელიანი“.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს სერგი ჭილაიამ დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და იმავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს ბიძინა ქუთათელაძე, ნიკოლოზ მათიკაშვილი და კონსტანტინე კიკვიძე ლიუკენვალდის ოფიცერთა ბანაკში მსახურობდნენ.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს ალექსანდრე კობიაშვილი, მიხეილ ივანეს ძე კვალიაშვილი და ვიტალი უგრეხელიძე ლიუკენვალდის ოფიცერთა ბანაკში მსახურობდნენ.

1940

ტიპი: გარდაცვალება

1940 წელს გიორგი ტარასის ძე მამალაძე კატინში დახვრიტეს.