საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე მეშვიდე სასამართლო პროცესი გაიმართა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 მარტის „დროებაში“ მიხეილ გავაშელიშვილის სტატია „სიღნაღური ფელეტონი“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში გაიმართა შტაბს-კაპიტან ჩეჩელევის სასამართლო პროცესი, რომელსაც ფარნა დავითაიასა და კოდორის მამასახლისის, ეკუბ კვიწინიას შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად. სასამართლომ ბრალდებულს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ოქტომბერში თბილისის დრამატულ თეატრში გამართული წარმოდგენის მომზადებაში პელაგია გაბუნიამ, იოსებ კოხრეიძემ და ბესარიონ ლალიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ოქტომბერში თბილისის დრამატულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში ნ. ცაგარელი-გაბუნია, კ. სარჯველაძე, ვ. ყანჩაველი და თ. გოგიტიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი, რომელშიც ავტორი წუხდა, რომ ცხინვალის სოფლებში გახსნილი უფასო სამკურნალოების მიუხედავად, გლეხები თვითმარქვია ექიმბაშებს უფრო ენდობოდნენ, რაც ხშირად საბედისწერო შედეგით მთავრდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ა. ევანგულოვის წინადადებას ქუჩების გაზით განათების შესახებ ხმოსანთა სხდომაზე განიხილავდნენ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 13 ოქტომბერს ვაქირელმა გლეხებმა, ქიტელ და გიო თათრიშვილებმა, ცემით მოკლეს 60 წლის კავთისხეველი ქალი, ქალია კოჭნასაშვილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. კოროტკოვმა მეტეხის ციხის ზედამხედველის თანამდებობა დატოვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტავროპოლის მხარის ყოფილი უფროსი ბ. პოდგურსკი ბორჩალოს მაზრის მმართველად დაინიშნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 22 ოქტომბერს გუბერნატორი თეოდორე ბიკოვი თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა გამოსცა ბრძანება სათავადაზნაურო ბანკის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომელთა თანახმად, თბილისის თავად-აზნაურობას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 105 ახალი რწმუნებული უნდა აერჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოს ლეონიდეს დიდი წვლილი მიუძღვოდა ათონის ივერიის მონასტერზე ზრუნვის საქმეში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ოქტომბერში ეგზარქოსმა ფლაბიანემ, ბერ ბენედიქტეს თხოვნის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა წმინდა სინოდს, ათონის ივერიის მონასტერი რუსეთის ეკლესიათა ნუსხაში შეეტანათ, რათა მასზე სახელმწიფოს სხვა ქართული მონასტრების მსგავსად ეზრუნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ოქტომბერს გიორგი ილიას ძე ჯამბაკურ-ორბელიანი თბილისიდან ალექსანდრე პეტრეს ძე ოლდენბურგელთან ერთად შუა აზიაში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ოქტომბერს შუა აზიაში საქველმოქმედო მისიით მიმავალი პრინცი ალექსანდრე პეტრეს ძე ოლდენბურგელი თბილისის რკინიგზის სადგურიდან კავკასიის მთავარმართებელმა გ. ს. გოლიცინმა, კავკასიის სამედიცინო საზოგადოების მდივანმა ი. ი. მალინინმა და თბილისის პოლიცმაისტერმა ლ. პ. მასტიცკიმ გააცილეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ოქტომბერს პრინცი ალექსანდრე პეტრეს ძე ოლდენბურგელი თბილისიდან შუა აზიაში გაემგზავრა, რათა ადგილობრივ მთავრობას შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლაში დახმარებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში სტუმრად ჩასულ არქიმანდრიტ გერმოგენს და მის მოწაფეებს რკიგზის სადგურში დეკანოზი იოანე მრევლიშვილი შეეგება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა გერმოგენმა, სემინარიის მე-6 კლასელები მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში წაიყვანა წინაპართა საფლავებისა და მათი სალოცავის სანახავად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს მღვდელმა პლატონ ხუროშვილმა მცხეთაში სტუმრად მყოფ არქიმანდრიტ გერმოგენს და მის მოწაფეებს სეტიცხოვლის ტაძარი დაათვალიერებინა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცელი“ იუწყება ახალციხის სამაზრო სასამართლოს თარჯიმნია, ახრახაძის გარდაცვალებას.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახაზინო პალატის ბუღალტრის თანაშემწე გიორგი ელიაშვილი პირადი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის კანცელარიის მოხელე კოლეგიის რეგისტრატორი ივანე ინაშვილი პირადი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობას, მე-7 დღეს, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა გააცნო განსაკუთრებული კომისიის მიერ შემუშავებული საკითხები ბენეფისებისა და იუბილეთა შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 29 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის თხოვნა, მისი ნებართვის გარეშე სცენაზე არ დაედგათ პიესები: „სინათლე“, „მსხვერპლი“, „გამცემი“ და „ოჯახი“.