საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1951

ტიპი: თანამდებობა

1951-1973 წლებში სერგი ჭილაია იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951-1964 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი იყო საქართველოს ლიტფონდის დირექტორი.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წელს ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილი სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წელს დავით ალექსანდრეს ძე თორაძე საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1951

ტიპი: ნასამართლეობა

1951 წელს სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

1951

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1951 წელს გიორგი მიხეილის ძე ჯიღაური სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ილია კაჩმაზოვის კინოსცენარი „სამხრეთ-ოსეთი“.

1951

ტიპი: განათლება

1951 წელს ივანე შაიშმელაშვილმა დაამთავრა მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია რუსეთში.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობებისა და ნარკვევების კრებული „ახალი მზე“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობა „ხალხის ძალა“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობა „მთიელები მშვიდობისათვის“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობა „მკა“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობა „გაზაფხული კოლმეურნეობაში“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 16 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანიდან ევროპაში დაბრუნებას ცდილობდა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 24 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ იტალიაში ან მადრიდში ვერ წავიდოდა, მაშინ დასავლეთ გერმანიაში დაბრუნდებოდა. შეატყობინა რომ კორესპონდენტის ბარათი მიიღო.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 24 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი მადრიდში წასასვლელი ვიზის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 12 მარტს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიიდან ვიზა არ მიუღია. სთხოვა, ჯანმრთელობაზე ეზრუნა და გულის პრობლემები მოეგვარებინა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 20 მარტს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანიდან იტალიაში ან გერმანიაში დაბრუნებას ცდილობდა. დაჰპირდა, რომ წერილს რუპოლდინგში გაუგზავნიდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 6 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ენრიკო ინსაბატო მასზე განაწყენებული იყო. სთხოვა, მიეწერა და შეახსენა, რომ ინსაბატო ძალიან ბევრ საკითხში ეხმარებოდა შალვა მაღლაკელიძეს.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 14 აპრილს ქრისტინე შარაშიძემ ძველ ხელნაწერთა მუზეუმის წერა-კითხვის საზოგადოებისეული ფონდის 2224 ხელნაწერის გზამკვლევის შედგენა დაასრულა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 10-დან 21 მაისამდე ქრისტინე შარაშიძემ კუთვნილი შვებულებიდან 10 დღე ითხოვა, რადგან დაღლილობისა და მაღალი წნევის გამო დასვენება სჭირდებოდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 11 მაისს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკდემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა ქრისტინე შარაშიძეს გასაცნობად გაუგზავნა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, რენე შმერლინგის სადისერტაციო შრომის „Художественное оформление грузинской рукописи IX, X и XI веков“ ავტორეფერატი.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ შეცდომა დაუშვეს, რადგან დროულად არ იზრუნეს გერმანული საბუთების დამზადებაზე. ურჩია, საგარეო საქმეთა სამინისტროში ეშოვა სამსახური. შეატყობინა, რომ კირიონ მაღლაკელიძის საქმე გართულდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ვიზის საქმე არ გამოვიდოდა, იტალიის მაგივრად გერმანიაში დაბრუნდებოდა. ასევე სთხოვა, ინსაბატოსთვის მიეწერა და გაეგო, დასავლეთ გერმანიაში წასასვლელი ვიზა როგორ მიეღო.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 5 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, გაერკვია პაკისტანიდან გერმანიაში დასაბრუნებელი ვიზის მისაღებად როგორ უნდა მოქცეულიყო.