საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ქუთაისში დაარსებული საზოგადოება „შევარდენისგან“ თანადგომის დეპეშა მიიღო. „შევარდენი“ მიზნად ისახავდა აღეზარდა „ჯანით საღი და სულით ძმური თაობა“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბესარიონ ჭიჭინაძემ გენერალ ბრაფს საჩუქრად გადასცა საქართველოს რკინიგზის მთავარ სახელოსნოში დამზადებული ორიგინალური საწერელი, აწყობილი რკინიგზის ნაწილებისგან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა, ინჟინერმა ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძემ ინახულა ბრიტანეთის ტრანსპორტის მთავარი გამგე, გენერალი ბრაფი, რომელიც იმ დღეებში ტოვებდა საქართველოს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივლისს, პოლკოვნიკ ბიქტორ ინწკირველის ცნობით, ლეჩხუმში ის სოფელი აიღეს, რომლის ჩრდილო-დასავლეთითაც მოწინააღმდეგე იყო გამაგრებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ოქტომბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოხუმის თეატრალური სეზონი უნდა გახსნილიყო და პირველ სპექტაკლად პოლიო ირეთელის კომედია „ბედნიერი დღე“ დადგმულიყო. 

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოხუმის თეატრალური სეზონის დასასრულს ნინო ჩხეიძის საპატივსაცემოდ წარმოდგენა უნდა გამართულიყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სოხუმის ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა ხელოვნების სექციამ მსახიობი ნატალია ჯავახიშვილი სცენისმოყვარეთა დასის გასაძლიერებლად მიიწვია. სექციას კიდევ ერთი მსახიობი ქალისა და ერთიც კაცის ჰქონდა განზრახული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სოხუმის ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა ხელოვნების სექციამ მ სახიობ-რეჟისორი ივანე ბარველისადრამო საქმის ხელმძღვანელად მიიწვია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად სახელმწიფო თეატრში მოწყობილიყო კვირაში ერთი წარმოდგენა, რათა მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „დიდების ტაძრის“ ეროვნულ გალერეად გადაკეთებისთვის განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილისთვის 10-მილიონიანი ფონდიდან 26 300 მანეთის გამოყოფა ეთხოვათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქ. ონში ებრაული სკოლის თალმუდ თორას ახალი შენობის გახსნის გამო იქაური ებრაელების სახელით რაბინმა დავით ბააზოვმა შინაგან საქმეთა მინისტრს დეპეშა გამოუგზავნა. რაბინი მიესალმა მინისტრს, საქართველოს მთავრობას ერთგულება შეჰფიცა დაიმედი გამოთქვა, რომ ებრაელებს სრულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას მიანიჭებდნენ. 

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ხმელთაშუა ზღვის ადმირალი ჯონ დე რობეკი ბათუმიდან თბილისში მატარებლით ჩავიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სტატისტიკის განყოფილების გამგე მ. ნ. მანდელაშვილი სატარიფო პალატის სხდომაზე მუშათა კლასის ცხოვრების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების მიღების შესახებ სიტყვით გამოვიდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

გამომძიებლის განკარგულებით ივანე ჟალიაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს ივანე ჟალიაშვილს ბრალად ყალბი ბონების დამზადება ედებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში ტიგრან ბეკზადიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სახელმწიფო თეატრში ზამთრის საოპერო სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქისთავ ბენია ჩხიკვიშვილს და სტუდენტებისთვის ბინის მოძებნაში დახმარება სთხოვეს. ქალაქისთავი მათ ყოფილი სემინარიის შენობის ნახევრის დათმობას დაჰპირდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ქართული კლუბის დარბაზში საქართველოს მთავრობამ ნადიმი გაუმართა გენერალ ჰარბორდს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს ქუთაისში ჭიათურელი ბოლშევიკი ალექსანდრე ვაშაძე დაიჭირეს. იგი გაქცეული იყო და იმალებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის შემოდგომაზე რაჭაში დაპატიმრებულ ბოლშევიკებს – წულუკიძეს, კბილაძესა და გოსექიშვილს – ჩხრეკისას აღმოაჩნდათ რუსეთიდან ჩამოტანილი ფული და მიმოწერა, როდის უნდა მოეწყოთ გამოსვლები რაჭაში.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რაჭაში დააპატიმრეს ბოლშევიკები: წულუკიძე, კბილაძე, გოსექიშვილი და სხვ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს თბილისის დიდუბის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მფრინავი, კაპიტანი გრიგოლ მალაშხია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხმოსან პეტრე ქავთარაძის წინადადება, გამგეობის მიერ სიმინდის ევროპიდან შესაძენად სესხის აღების შესახებ, სენაკის თვითმმართველობის საბჭომ ხმის უფლებით მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა გენერალი ჯეიმს ჰარბორდი. იგი კავკასიასა და მცირე აზიაში არსებული მdგომარეობის გასაცნობად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, უილსონის დავალებით მოგზაურობდა.