საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72461

1954

ტიპი: თანამდებობა

1954-1960 წლებში სიმონ ჩიქოვანი რედაქტორობდა ჟურნალ „მნათობს“.

1954

ტიპი: ღონისძიება

1954 წელს მარიამ ბარათაშვილი აირჩიეს საკავშირო უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატად.

1954

ტიპი: ნასამართლეობა

1954 წელს დაავადებული გრიგოლ იაშვილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური ბანაკიდან გამოვიდა.

1954

ტიპი: ღონისძიება

1954 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბანაკიდან გამოსული გრიგოლ იაშვილი ძმასთან, სიმონთან, თბილისში ჩამოვიდა.

1954

ტიპი: თანამდებობა

1954 წელს ალექსანდრე კავკასიძე კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო დარგში.

1954

ტიპი: გარდაცვალება

1954 წელს ჰასან-ბეგ სულეიმანის ძე თავდგირიძე ნიგოითის ბრძოლაში დაიღუპა.

1954

ტიპი: ავტორობა

1954 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის ნარკვევი „გალაკტიონ ტაბიძე“.

1954

ტიპი: ავტორობა

1954 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის ნარკვევი „სახისა და ხასიათის პრობლემები „ვეფხისტყაოსანში““.

1954

ტიპი: გარდაცვალება

1954 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი ამბროსი გაბრიელის ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.

1954

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1954 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძე აღმოსავლეთ გერმანიაში ძალდატანებით გადაიყვანეს, ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში. ის სიცოცხლის ბოლომდე საბჭოთა ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

1954

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1954 წლის ჩანაწერის მიხედვით, მისი ნაშრომი „საქართველოს ისტორიის მასალები“ შეიცავდა 278 გვერდს და დართული ჰქონდა ათაბაგების გენეალოგიური ტაბულა: 1416-1537 წწ.

1954

ტიპი: გარდაცვალება

1954 წლის 25 დეკემბერს ბა­რე­უ­ლის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი ნესტორ იოსების ძე გვენცაძე გარდაიცვალა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის სამუშაო გეგმაში ქრისტინე შარაშიძეს გათვალისწინებული ჰქონდა მივლინება მოსკოვსა და ლენინგრადში, იქ დაცული ქართული მასალების გასაცნობად.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს, სამუშაო გეგმის მიხედვით, დავით გურამიშვილის დაბადების 250-ე წლისთავის საიუბილეო გამოფენა უნდა გაემართა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს დაევალა, თვალყური ედევნებინა დავით გურამიშვილის დაბადებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნის – „პირველი სტამბა საქართველოში 1709-1722“ ბეჭდვისთვის.

1955

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1955 წლის მივლინების ანგარიშის მიხედვით, იოანე ბაგრატიონისეულ კოლექციაში დაცული იყო ვახტანგის ძმის, დომენტი კათალიკოსის (დომენტი III-ის) ბრძანებით 1711 წელს „აღწერილი“ ოთხთავი.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955 წელს გაიოზ მაღლაკელიძე ქართული დემოკრატიული კავშირის საკონტროლო კომისიის წევრობიდან საკუთარი ნებით გადადგა. მან მიზეზად სახელმძღვანელო საბჭოს მიერ ორგანიზაციის წესდების განუწყვეტელი დარღვევა დაასახელა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძე მივლინებით იყო ლენინგრადში, სიძველეთა საცავებში შენახულ X-XI საუკუნის ქართულ ხელნაწერებზე სამუშაოდ.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლიდან ლავროსი კალანდაძე მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“.

1955

ტიპი: ავტორობა

1955-1956 წლებში ანა ღვინიაშვილმა შეადგინა ქრესტომათია „ქართული საბავშვო ლიტერატურა“ ორ ტომად.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ვიქტორ გაბესკირიას პოემები: „შემთხვევა პიონერთა ბანაკში“, „ნონია მესხი“.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955-1968 წლებში პეტრე ბახტურიძე განაგებდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლიტერატურულ ნაწილს.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „გულის პასუხი”.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის მონოგრაფია „უშანგი ჩხეიძე“.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოემა „ხევის პატარძალი“.