საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72423

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს დაკავებული თარასხან დიმიტრის ძე ეშბას საქმის მიხედვით, მას ჰყავდა: მამა, დემეტრე – 70 წლის, მეურნე; დედა – 65 წლის; მეუღლე, მარია – 30 წლის; შვილი, თამარი – 6 წლის; ძმა, ასტამური – 30 წლის.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 2 აპრილს თარასხან ეშბას 9-კაციანი ბანდა მილიციასთან შეტაკებაში მოჰყვა, დიდი ხნის სროლის შემდეგ ბანდა 3 ნაწილად დაიშალა და წევრები სხვადასხვა ადგილზე მიიმალნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს თარასხან ეშბა კომუნისტური მოძრაობის ჩახშობაში მონაწილეობდა. გასაბჭოების დროს იგი აფხაზეთიდან ჩუმად გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა იატაკქვეშ ემუშავა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წელს დაკავებული თარასხან დიმიტრის ძე ეშბა იყო ეროვნებით აფხაზი, სოციალური წარმოშობით თავადი, მიწათმოქმედი.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს დაპატიმრებულ თარასხან დიმიტრის ძე ეშბას გავლილი ჰქონდა ორწლიანი სასკოლო მომზადება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლიდან თარასხან დიმიტრის ძე ეშბა სამურზაყანოს კომისარი იყო. 1918 წლის მაისიდან 1919 წლის თებერვლამდე სამურზაყანოში, ბედიაში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა და მიწაზე მუშაობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 12 მაისს დაკავებულმა ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავამ შიმშილობა გამოაცხადა და ცალკე საკანში გადაყვანა მოითხოვა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავას ჰყავდა მამა, მაქსიმე – 62 წლის, უმუშევარი; დედა, ოლგა – 50 წლის, უმუშევარი; მეუღლე – 28 წლის, უმუშევარი; ძმები: ვარლამი – 24 წლის; ვლადიმერი – 37 წლის.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებულ ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავას კომერციული ინსტიტუტის 3 კურსი ჰქონდა გავლილი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 12 იანვრის დადგენილების მიხედვით, პასუხისმგებელმა მორიგემ ДЧКК ხიტაროვმა განიხილა 1917 წლის რევიზორ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ჩემიას პროტოკოლი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩახავა 1918 წელს იყო მენშევიკების მთავრობაში და როგორც  განსაკუთრებული საგვარდიო ნაწილის უფროსი, მონაწილეობდა ბოლშევიკების გამოსვლების ჩახშობაში. ის იყო საომარი საველე სასამართლოს თავმჯდომარეც, რომელიც ხვრეტდა ტყვედ აყვანილ ბოლშევიკებს ყაზბეგის რაიონში 1918 წელს.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის აჯანყების მონაწილე ივლიანე ჩახავას მეუღლემ საქართველოს სამხედრო პროკურორს მისწერა, რომ შრომის ბირჟის საშუალებით ჩახავა მოეწყო სახალხო სასურსათო კომისარიატში, საიდანაც მოსკოვში გაგზავნეს მატარებლის მცველად, მოსკოვიდან კი ავადმყოფობის გამო დაბრუნდა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის ოქტომბერში დაკავებული ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა საქართველოს ჩეკაში შევსებულ პირად ანკეტას ხელს აწერს 1924 წლის 12 დეკემბერს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაკავებულ ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილს ჰყავდა მეუღლე, ოლღა გიორგის ასული სულიაშვილი – 27 წლის, დიასახლისი; შვილი, სოკრატე ანდრიას ძე – 1 წლის და 4 თვის.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

19 მაისს საქჩეკას N1 განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე მელიქაძემ განიხილა სულიაშილის საქმე და დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა ს/დ პარტიასთან კავშირს და თავს უპარტიოდ წარმოადგენდა, აგენტურის ცნობებით დასტურდებოდა, რომ იგი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის სამაზრო არალეგალური კომიტეტის თავმჯდომარე. გამომძიბელი მოითხოვდა მისი 3 წლის იზოლაციის წესით დაპატიმრებას, წინასწარი დაკავების ვადის ჩაუთვლელად და ამნისტიის უფლების გარეშე. სულიაშვილი მოათავსეს მეტეხის N2 გამსახლში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 21 აპრილს ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილმა დაკითხვაზე პარტიულობა კატეგორიულად უარყო. ძიებისთვის საინტერესო იყო მისი ნაცნობობა 1924 წლის აჯანყების მონაწილეებთან, ესენი იყვნენ: დათა ქავთარაძე, პართენ ხურციძე, ალექსანდრე კინწურაშვილი, ვანო ქაიხოსროშვილი, ვალერიან ბილანიშვილი, ნიკა კვერნაძე, ნესტორ იმნაიშვილი და სოსო წულუკიძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი მუშაობდა გაზეთში „მუშა“ და ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული იყო მე-2 საგადასახადო განყოფილებაში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 21 აპრილს ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი თბილისში, საკუთარ სახლში, გოგოლის ქუჩა N48-ში, საქართველოს ჩეკას N6776 ორდერით დააპატიმრეს.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს დაპატიმრებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი სასულიერო ფენას ეკუთვნოდა.

1914

ტიპი: განათლება

1914-1917 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1924

ტიპი: განათლება

გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიამ საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია დაიბადა 1886 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში .

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაკავებული გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიას საქმის მიხედვით, მას ჰყავდა მეუღლე ნინა ალექსანდრეს ასული – 28 წლის, დიასახლისი, მცხოვრები ანაკლიაში; შვილი ბორის გრიგოლის ძე ქუთელია – 7 წლის; შვილობილი მარია აგაქიანი – 14 წლის.

1917

ტიპი: თანამდებობა

გრიგოლ ქუთელია 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე როტმისტრის ჩინით მსახურობდა კავალერიის პირველ სასაზღვრო პოლკში, თურქეთის ფრონტზე. დამოუკიდებლობის პერიოდში მსახურობდა თბილისში, პოდპოლკოვნიკის ჩინით. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა სამხედრო კომისარიატში „ჩონის“ ნაწილში. ის იყო უპარტიო.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებულ ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძეს დასრულებული ჰქონდა საშუალო სასწავლო დაწესებულება, შემდეგ კი აგრონომიული სასწავლებელი.

1924

ტიპი: სტატუსი

ჩეკას 1924 წლის ცნობით, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – პროლეტარი.