საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33287

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის მუშათა წრეებსა და ინტელიგენციაში, კერძოდ სტუდენტობაში, განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიამ და პარმენიც მოწინავე სტუდენტობასთან ერთად ბრძოლაში ჩაება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 9 ოქტომბერს შტატის შემცირების მიზეზით თბილისში დაითხოვეს 160-მდე მუშა, ხოლო ნავთლუღ-კახეთის გზებიდან – 100-მდე. მირონოვმა შეიმუშავა ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც 860 მუშა უნდა გაეთავისუფლებინა, ამავე დროს რუსეთიდან იწერდა ახალ მუშებს, რომელთა ერთი ნაწილი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და ქართველების ადგილი დაიკავა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ბათუმში დაატყვევეს ყოფილი მეჯლისის (რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო მოწვეული) 25 წევრი, მათ შორის – აჭარის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე ხასან ლორთქიფანიძე, ჰუსეინ-ბეგ ბიბი-ზადე, ზია ხარაზი და სხვ., ასევე სტამბოლიდან ახლად დაბრუნებული ზია-ბეგ აბაშიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ნოემბრის საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ცენტრალური ორგანო, პარიზის „პოპულერი“ ბეჭდავს ცნობას „ქართველი პროლეტარიატი ცდილობს გადაიგდოს ბოლშევიკების უღელი“, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის მუშებმა საოკუპაციო რეჟიმის გაძლიერების, საქართველოს ეროვნული ტერიტორიის დაქუცმაცების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამწვავების გამო გადაწყვიტეს საქართველოს რევოლუციური კომიტეტისთვის (თავმჯდომარე ბუდუ მდივანი), გაეგზავნათ დელეგაცია, რომელიც გადასცემდა 5132 მუშის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 ოქტომბერს თბილისმა შეიტყო, რომ მთავრობის სასახლეში ბუდუ მდივანთან მემორანდუმის გადასაცემად მისული მუშათა დელეგაცია დაატყვევეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ამ ამბავმა საერთო აღშფოთება გამოიწვია მცხოვრებთა შორის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ოქტომბერს მთავრობის სასახლეში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბუდუ მდივანთან მივიდა 9 მუშისგან შემდგარი დელგაცია მემორანდუმის გადასაცემად. მემორანდუმის (რომელსაც ხელს აწერდა 5132 მუშა) მოთხოვნები იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსი ჯარის გაყვანა, მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესება, გაუქმებულ თავისუფლებათა აღდგენა და პოლიტიკური ტუსაღების გათავისუფლება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ოქტომბერს მთავრობის სასახლეში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ბუდუ მდივანი მუშათა დელეგაციას ჯერ დაჰპირდა მიღებას, 3 საათი აცდევინა და შემდეგ მეორე დღეს დაიბარა. სასახლიდან გამოსულ დელეგატებს ჩეკისტები შემოერტყნენ, დაიჭირეს და სარდაფში ჩაყარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში არავინ იცოდა დელეგაციის ბედი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ოფიციალურად აცნობეს ქართული უნივერსიტეტის დეკანს, ივანე ჯავახიშვილს, რომ სტუდენტთა კავშირისა და სტუდენტთა სასადილოს გამგეობები დაითხოვეს და მათ ადგილს დანიშნულები დაიკავებდნენ, ასევე მოითხოვეს ლექციების რუსულად წაკითხვა და პოლიტექნიკუმთან შეერთება. ყველაფერ ამის გამო ივანე ჯავახიშვილმა თანამდებობაზე უარი განაცხადა, ხოლო გამგეობის წევრი სტუდენტები გადაიმალნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, როგორც ქართველი მუშების პირველი წარმომადგენელი, პეტერბურგში გაგზავნეს რუს ამხანაგებთან კავშირის დასამყარებლად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რკინიგზა გააერთიანეს ამიეკავკასიის გზასთან და შედგა საერთო მმართველობა, როგორც იყო 1918 წლის 26 მაისამდე. გაზეთების ცნობით, ეს საკითხი გადაწყვიტა უმაღლესმა კომისიამ სერგო ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით და მოსკოვიდან გამოგზავნილი წევრების – მე-11 არმიის სარდლის, ანატოლი გეკკერის, რუსეთის გზათა კომისრის, ფომინისა და ამიერკავკასიის წარმომადგენლის – მონაწილეობით. ბოლშევიკებს ეს ცნობა ეხამუშათ და განაცხადეს, რომ ეს წევრები მოწვეულნი იყვნენ, როგორც ექსპერტები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ბოლშევიკებმა გაზეთ „ახალი სხივის“ მხოლოდ სამი ნომერი გამოსცეს, შემდეგ იგი ბოლშევიკების სამართლიანი კრიტიკისთვის დახურეს და დააპატიმრეს თანამშრომლები – კირილე ნინიძე, ნიკიფორე იმნაიშვილი და მუხრან ხოჭოლავა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, გურიის ერთ-ერთ სოფელში საქართველოს რევკომის თავმჯდომარესთან, ფილიპე მახარაძესთან შეხვედრაზე სიტყვა ითხოვეს ალექსანდრე ლომთათიძემ და შალვა შარაშიძემ, მაგრამ არ ალაპარაკეს. ხალხმა ატეხა ყვირილი, რომ ფ. მახარაძე მოღალატე იყო და ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი და ის თავისი დამქაშებით გაიპარა. ამ პირებს კი დევნა დაუწყეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ შემოიარა საქართველოს ზოგიერთი კუთხე და მისი მოგზაურობა სამარცხვინოდ დამთავრდა, ზოგან მოღალატის სახელით ნათლავდნენ, სადაც ეს ვერ გაბედეს რუსი ჯარის დასწრების გამო, იქ მათ მოწყობილ მიტინგებზე ხალხს მგლოვიარე სახე ჰქონდა და დამუნჯებულიყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი მიმგზავრებოდნენ სკანდინავიასა და ბალტიის მხარეში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში ევგენი გეგეჭკორი რომში მიემგზავრებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ნოე ჟორდანია იმ დღეებში ინგლისში გამგზავრა იქაურ სოციალისტებთან მოსალაპარაკებლად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველო“ (N1) იუწყება, რომ გერმანიის ორივე სოციალისტური პარტია პროტესტს აცხადებს ბოლშევიკების წინააღმდეგ. კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ მეთაურობს კარლ კაუცკი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველო“ (N1) იუწყება, რომ პოლონური პრესა საქართველოზე თავდასხმისა და მისი დაპყრობის წინააღმდეგ აწარმოებს ენერგიულ კომპანიას, რომელსაც სათავეში უდგას სოციალისტური პარტია იგნაცი დაშინსკის ხელმძღვანელობით. მან ამ საკითხზე შეკითხვა შეიტანა პოლონეთის სეიმში, რომელმაც დაშინსკის წინადადებით მიიღო მკაცრი საპროტესტო რეზოლუცია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, წმ. ნინოს უბანში, წმ. ნინოს სასაფლაოს საეკლესიო სკოლის შენობაში, გაიმართა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრ-თანამგრძნობთა კრება. დამფუძნებელი კრების შესახებ სიტყვა წარმოთქვა სიმონ ყაუხჩიშვილმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წლის თეატრალურ სეზონზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების მიერ მიწვეული ნინო ჩხეიძე, ავადმყოფი და დასუსტებული, მაინც არ მოსცილდა საყვარელ სცენას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1910 წლებში ნინო ჩხეიძემ ვალერიან გუნიას სპექტაკლებში ითამაშა მარგარიტა გოტიე, ბეატრისა და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ნინო ჩხეიძემ პირველად ითამაშა „უბედურ ნაბიჯში“, რომელიც ვასილ ბალანჩივაძემ თავის ბენეფისზე დადგა, და აქედან დაიწყო მსახიობის სახელი მოხვეჭა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. დუმბაძეს, დ. გრიგორაშვილს, ე. ბალანჩივაძეს, მ. ქუთათელაძეს, ზ. ხარაძეს, ასევე ე. თვალაძეს – 3 მანეთის შეწირვისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. იაკობიშვილს, გრ. აბაშიძეს, ნ. მიქელაძეს, ბ. მჭედლიძეს, ა. ერიქოვს, დ. კეჟერაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის თ. ფანჯავიძეს, ვ. გორგიძეს, ს. ჯაყელს, ტ. ჯაყელს, ნიკოლავას, ვართანოვს.