საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72120

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიგზავნით მოწმობას . ს. პეტერბურგის უნივერსიტეტისგან მოცემულს N1779 ამასთანავე გთხოვთ ხვედრი ფული გამომიგზავნოთ პატივისცემით მალაქია გობეჯიშვილი

ტიპი: პირადი ინფორმაცია

15/2/18 ძმაო ვარლამ! დიდი ხანია არ მომიწერია შენთვის, ამის მიზეზია ჯერ ერთი პეტროგრადისგან დაშორება და მეორე მრივ ის დრო რომლის მოწამენი ვართ ორივენი. მე ეხლა სოფელში (ჩვენს ღებში) ვარ დროებით მასწავლებლათ და შეძლების და გვარათ მასწავლებლობ. პეტროგრადიდან ივლისში დავბრუნდი, ჩამოვიარე თბილისში, მაგრამ ვერ გნახე მგონი სოფლად იყავი. უნივერსიტეტი გავათავე, დამრჩა მხოლოდ სახელმწიფო ეგზამენები, მინდოდა ამ გასულ შემადგენლობაში სრულიად გამოვთხოვებოდი პეტერბურგს ე.ი რაც დამრჩა ისიცა ჩამებარებინა, მაგრამ წყალობითა ბოლშევიკებისათა დავრჩი ღებისა დაბასა შინა ….

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს მუზეუმის დირექტორის მიერ გაცემული თავისუფალი დღეების წიგნაკის მიხედვით ქრისტინე შარაშიძე ისვენებდა 22 იანვარს, 1 და 2 მაისს და 7 და 8 ნოემბერს.

ტიპი: განათლება

1918 წლის 18 ივლისს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ დანიშნოს მასწავლებლად თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში. დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1918 წლის 26 იანვარს. შეუძლია ასწავლოს: 1.ქართული ენა და ლიტერატურა, 2.საქართველოს ისტორია, 3.მსოფლიო ისტორია, 4.ფსიქოლოგია და ლოღიკა. ასევე, ადგენს მოწმობას სასწავლებლის დაარულების შესახებ. უთითებს მისამართს : გუნიბის ქუჩა, სახლი #58. მოწმობა სასწავლებლის დასრულების შესახებ წაიღო #3 1919 წლის 7 თებერვალს.

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 დეკემბერს, ტერ-აბრამოვს, ნავთობის საბითუმო საწყობის მფლობელს , შრომის სამინისტრო უგზავნის წერილს, რომ მან გასცეს კურიერზე ტალონის შესაბამისი რაოდენობის ნავთი.

ტიპი: ორგანიზაცია

ალექსანდრე დგებუაძის ცნობით, საქართველოში მოქმედებდა 2456 სამრეწველო და წესებულება. მათგან 492 კერძო პირების საკუთრება იყო, 716 – სახელმწიფოსი, დანარჩენი 1248 კი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ერობის, თვითმმართველობის და ა. შ.).

ტიპი: ღონისძიება

საქართველოში სომხებმა მოაწყეს ოსმალეთის წინააღმდეგ მანიფესტაცია, სადაც სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე.

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ მიწიშვილის სტატიის მიხედვით, ბენია ჩხიკვიშვილმა დახურა ბათუმის ერთადერთი ქართული გაზეთი – „მთლიანი საქართველო“ ტიციან ტაბიძის წერილის, „ირრედენტას“ გამო.

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 ივლისს, საღამოს 5 საათზე, პირვ. სასურსათო საწყობის ეზოში მომხდარმა შემთხვევამ იმსხვერპლა მუშები. საწყობის გამგე ანდრო რამიშვილს იქ ჰყოლია ცხოველები. მეჯინიბეებს ევალებოდათ მათი მოვლა და ყველაფრისთვის მათ აზღვევინებდა. რამიშვილის გოჭი ჩავარდნილა ფეხსალაგში, მის გადასარჩენად ჩასულან მუშები _ სოსო არუთინოვი და გიორგი ჩიტაძე. არუთინოვი შიგ ჩაიხრჩო, მიეშველა დავით ავალიშვილი და მასაც იგივე ბედი ეწია, ყვირილზე მიეშველნენ პეტრე იორდანიშვილი და თეოფილე გამცემლიძე, რომლებიც ცოცხალ-მკვდრები ამოიყვანეს. ამ შემთხვევის გამო განახლებულ ლითონზე მომუშავეთა კავშირის გამგეობა იმედოვნებს, რომ რამიშვილს და მის დამქაშებს პასუხისგებაში მისცემენ.

ტიპი: ღონისძიება

გრიგოლ რობაქიძის პიესა „ლონდა“ დასაბეჭდად გადაეცა სახელმწიფო გამომცემლობას.

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ალექსანდრე წუწუნავა დგამდა გრიგოლ რობაქიძის პიესას „ლონდა“. მთავარი როლები უნდა შეესრულებინათ ელენე დონაურს და მარიამ დავითაშვილს.

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ მიწიშვილმა გამოსცა ქართველი პოეტების წიგნი რუსულად, თარგმანზე მუშაობდნენ: სერგეი რაფალოვიჩი, ოსიპ მანდელშტამი, ვალერიან გაფრინდაშვილი, სერგეი გოროდეცკი და სხვები.

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე მირზოევმა განათლების კომისარიატთან დაარსებულ აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელ ინსტიტუტს გადასცა ბინა და ბიბლიოთეკა.

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე აბაშელმა აღწერა ბინა და ბიბლიოთეკა, რომლებიც განათლების კომისარიატთან არსებულ აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელ ინსტიტუტს გადაეცა.

ტიპი: თანამდებობა

შალვა დადიანი იყო განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი.

ტიპი: ღონისძიება

ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოიცა წიგნი „რევოლუციის პოეტები“.

ტიპი: ღონისძიება

იაკობ ნიკოლაძემ გამოაქანდაკა შოთა რუსთაველის ბიუსტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისთვის.

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ივნისს ს. დიდ ჯიხაიშში გამართული ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ფრონტის დამხმარე კომისიის წევრმა ლ. დარსაველიძემ. გაირკვა, რომ „ფრონტის დღეს“ კომისიას 18 000 მან შეუგროვებია ფულად და სხვადასხვა ნივთების სახით.

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი და მიხა პაპუნაშვილი სოფელ ჭილურტში შეხვდნენ სოფლის მცხოვრებლებს და გააცნეს გლეხობას ბოლშევიკების პროგრამა. ხალხმა პარტიის ლოზუნგის ქვეშ დადო ფიცი, რომ რევოლუციისა და საბჭოთა ხელისუფლებისათვის არაფერს დაიშურებდა.

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილმა და მიხა პაპუნაშვილმა მიტინგი ჩაატარეს სოფელ ლამისყანაში.

ტიპი: ღონისძიება

ოვანეს თუმანიანი და დერენიკ დემირჩიანი აპირებდნენ ქართველი პოეტების ლექსები სომხურად ეთარგმნათ და წინგად გამოეცათ.

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სოფელ წილკაანიდან დაიბარეს ურემი სომხეთის ნაციონალური საბჭოს სამხედრო ბაზიდან ნივთების გასატანად, ურემი გაფორმდა თედო შუშიაშვილის სახელზე , ყვირილის ქუჩაზე, სადაც მოთავსებული იყო ბოლშევიკების საიდუმლო იარაღის საწყობი.

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლაფანაშვილმა და ვანო შუშიაშვილმა ურემი დატვირთეს იარაღით და საბურთალოს დაღმამდი მიიყვანეს.