საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, თხზულებაში პოპოვი ამტკიცებდა, რომ საქართველოს სურსათის სამინისტრო მავნე და უვარგისი დაწესებულება იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი სვამდა კითხვას, ვისგან შედგებოდა ქალაქის თვითმართველობა. ნუთუ იმ ხალხისგან, ვისაც არ უყვარდა ქვეყანა, მაგრამ ასე თუ ისე შეეგუა მის დამოუკიდებლობას. ტრიბუნებიდან ისინი ქალაქის გამშვენებისა და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების შესახებ ყვიროდნენ, ორშაბათობით კი ეჭვის მარცვლებსა და განხეთქილებას თესავდნენ დემოკრატიის ქომაგთა სულებში თავისი, მთავრობისა და ხალხის წინაამღდეგ მიმართული სტატიებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი ურჩევდა პოპოვს, თავი დაენებებინა ქვეყნის კრიტიკისთვის, რადგან მზრუნველი და კრიტიკოსი ქვეყნის ჭეშმარიტი შვილების რიგებშიც მრავლად მოიძებნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი ჰპირდებოდა მკითხველს, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად დაუბრუნდებოდა გაზეთის საერთო განწყობის განხილვას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ესენს შეუქმნია თხზულება „Quo vadis Iberia“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ავტორი აღნიშნავდა, რომ სურსათის სამინისტრო ქვეყნისთვის ყოვლად გამოუსადეგარი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, სწორედ პოპოვის თავდასხმის ობიექტის, სურსათის სამინისტროს მოწესრიგება, გაძლიერება და გაფართოება მისცემდა ხალხს იმას, რაც მას სჭირდებოდა. ჭიაბროვის თქმით, ამ დასკვნის გამოტანა ევროპული სახელმწიფოების მაგალითზე შეიძლებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, უკვე აწყობილი პარტიის განადგურება, ექსპერიმენტირება და ახლის შექმნა შიმშილის ახალი, მოსალოდნელი ტალღის გათვალისწინებით ნამდვილი დანაშაული იქნებოდა და ეს მხოლოდ პოპოვისნაირების გულს თუ გაახარებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ჟურნალ „ჯეჯილში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის თარგმანი „მხვნელ-მთესველის მეგობრები“.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის რამდენიმე ლექსი გ. ივრისხეველის ფსევდონიმით და რუსულიდან თარგმნილი მოთხრობა „მკვდრის პასუხი“.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს გაზეთ „თემში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის „უჯარმა და მისი ნაშთები“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს გაზეთ „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის „სამების მონასტერი გარედ-კახეთში“, „მიქელ მოდრეკილი“, „ს. ნინოწმინდა და მისი ტაძარი“, „ამბროსი ნეკრესელი“, „ივერიის ათონის მონასტერი“.

1913

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძემ პირველი ჰონორარი მიიღო 1913 წელს ლექსისთვის „შემოდგომა“, რომელიც გაზეთ „ნაკადულში“ იყო გამოქვეყნებული.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსები „მცხეთას“ და „ხმალს“.

1938

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1938 წელს გამომცემლობა „ფედერაციაში“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოიცა გიორგი ლეონიძის ლექსების კრებული „სტალინი“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოიცა გიორგი ლეონიძის ლექსთა დიდი კრებული.

1943

ტიპი: ავტორობა

1942 წელს დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსები სამამულო ომზე „სამშობლოსათვის, სტალინისათვის“.

1944

ტიპი: ავტორობა

1944 წელს დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის მცირე ლექსთა კრებული.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოიცა გიორგი ლეონიძის ლექსთა კრებული „ქართლის ბაღი“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოვიდა გიორგი ლეონიძის ერთტომეული, რომელშიც შეტანილია ლექსები და პოემები.

1926

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძის 1926-1947 წლებში შექმნილი ლექსები თარგმნილია რუსულად.

1938

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძის ლექსების პირველი წიგნი რუსულ ენაზე დაიბეჭდა 1938 წელს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლიდან გიორგი ლეონიძე პრესაში აქვეყნებდა კომპილიაციური ხასიათის ისტორიულ-არქეოლოგიურ წერილებს.

1924

ტიპი: ავტორობა

1924-1928 წლებში გიორგი ლეონიძე ჟურნალ „მნათობში“ ბეჭდავდა მონოგრაფიას „ივანე მაჩაბელი“.