საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80196

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილი საქართველოს ცეკაში მასზე წარმოებული საქმის მიხედვით, წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – სტუდენტი.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებულ გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილს ჰყავდა: დედა, ოლღა – 53 წლის, დიასახლისი; მეუღლე, ნინა – 23 წლის, მოსწავლე; და, სოფია – 28 წლის, მოსწავლე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებული გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილის პირადი საქმის მიხედვით, ის მსახურობდა აღმოსავლეთ საქართველოს ოლქის სასამართლოს კანცელარიის რეგისტრატორად.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებულ გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილს დამთავრებული ჰქონდა გიმნაზიის 8 კლასი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 28 თებერვალს გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილი თბილისში დააკავეს. მას ბრალად სასამართლო კანცელარიის ბეჭედდასმული ფურცლების დაბეჭდვა და გოგიტა ფაღავასთვის გადაცემა ედებოდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 სექტემბერს ივანე ბეგლარის ძე ღლონტი დააპატიმრეს ქალაქის (რომლის არ არის მითითებული) ბაზარში. პირადი საქმის მიხედვით, ის დახასიათებულია როგორც მომზადებული პროპაგანდისტი და ბოლშევიზმის უკიდურესი მტერი. მას ბრალად დასდეს მენშევიკების გამოსვლებში მონაწილეობა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებული ივანე ბეგლარის ძე ღლონტი იყო მენშევიკი, ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ივანე ბეგლარის ძე ღლონტმა დაამთავრა 4 კლასი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე ბეგლარის ძე ღლონტი დაიბადა 1905 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებულ ივანე ბეგლარის ძე ღლონტს ჰყავდა: მეუღლე, ლეო – 30 წლის, დიასახლისი, შვილები: ტატიანა – 8 წლის, ბუბუნა – 6 წლის; სოსიკო – 4 წლის, მცხოვრებნი ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, რაფიელ ივანეს ძე ჩხაიძეს ჰქონდა უმაღლესი განათლება, პროფესიით იყო მასწავლებელი.

1890

ტიპი: ორგანიზაცია

1890 წელს დაბადებული რაფიელ ივანეს ძე ჩხაიძე იყო მენშევიკების კომიტეტის წევრი. არალეგალურად მუშაობდა ბათუმში. ცნობილი არ არის, რა ევალებოდა პარტიაში და რითი იყო დაკავებული. მონაწილეობდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ოფიცრის ჩინით ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში მუშებისთვის სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობითა და ამალია ლევიცკაიას, ივანე სარაჯიშვილისა და თარხან-მოურავის მონაწილეობით ოპერა „ტრავიატა“ უნდა წარმოედგინათ.

ტიპი: გარდაცვალება

ღამით აბაშის უბნის მილიციელებმა მოკლეს ყაჩაღი ვანო ჩაჩავა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ქართულმა საყმაწვილო გამომცემლობამ „სურათები-ზღაპრები“ დავით დარისპანის ძე დონდუას და სიმონ ჯაფარიძის საყმაწვილო წიგნაკი „ყვავი, ბუ და მელაკუდა“ გამოსცა. წიგნი 5 მანეთი ღირდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში 10 მერვეკლასელს, რომლებიც გვარდიის დღეს მწკრივში არ ჩადგნენ, მეორე გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გიმნაზიიდან დაითხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შიო არაგვისპირელის I, II, III წიგნი, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ და ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ მეჯღანუაშვილი“ გამოსცა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დიმიტრი ესტატეს ძე ღამბაშიძე სასურსათო საქმეთა სამინისტროს პურის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის აგვისტოში ფილიპე მახარაძე კავკავში ფინანსთა მინისტრად დანიშნეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა განსაკუთრებულმა რაზმმა დაატუსაღა ივ. შლეიზინგერი კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განათლების სამინისტრომ პედაგოგებს მამულაშვილს და მილლერს თბილისში მოსამზადებელი კურსების ქართულ ენაზე გახსნის უფლება მისცა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის აგვისტოში ბიხოვში პოლიციამ დააპატიმრა ფულის გამყალბებლები, მათ შორის ჯიბლაძე და კომისარიატის ყოფილი პოლიციელი. მათ 115151 მანეთის ყალბი ბონები ჰქონდათ დამზადებული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის აგვისტოში ფოთის კონკის ვაგონში კონდუქტორმა კალენიკე მამალაძემ იპოვა ტყავის საფულე საბუთებით და გაზეთში გამოაცხადა, რომ პატრონს კიოსკისთვის მიეკითხა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პრესბიურომ პარიზიდან მიიღო ჟურნალი "L'image" („სახე“), რომლის ყდაზე იყო ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, ნოე ჟორდანიას, მინისტრების, თამარ მეფის, ერეკლე მეორის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვ. სურათები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის დეკემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ სახალხო თეატრში დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დადგა.