საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82929

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელ მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ დაამტკიცა სასკოლო სექციის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ჩიქვინიძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. მას მოეთხოვა ხარჯთაღრიცხვა და ყოველი სასკოლო კუთვნილება ჩააბაროს სიით მასწავლებელ ბასილაშვილს და სია წარმოუდგინოს გამგეობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განათლების სამინისტროს უწყება, რომ პარლამენტის საერთო დადგენილების თანახმად, ყველა სკოლა უნდა გადასცემოდა ერობებს და ამის შესახებ საზოგადოების გამგეობას თავისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა სამინისტროსთვის. გამგეობამ დაადგინა, რომ ის პრინციპულად თანახმაა, გადასცეს სკოლები ერობებს, ხოლო ვიდრე ერობები მიიღებდეს სკოლებს, გამგეობა საჭიროებს დახმარებას, რომ სკოლებმა მოქმედება არ შეწყვიტონ.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 5 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში გამომცემლობის დაარსებას აპირებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: იპ. ვართაგავა, შ. დედაბრიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, ლ. ბოცვაძე, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის თებერვალში შალვა მაღლაკელიძემ ირაკლი ბაგრატიონს სთხოვა, რომ იტალიაში მასთან სტუმრად მისულიყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის აზრი, რომ სასურველია, შეიძინონ ანასტასია ხოშტარიას ნაწერები. გამგეობამ დაადგინა, ანასტასია ხოშტარიასგან შეეძინათ მისი ნაწერების გამოცემის უფლება და ჰონორარის ანგარიშში მიეცათ 1000 მანეთი იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდებოდა სექციის შემუშავებულ პირობებს.

1948

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1948 წლის 3 ივლისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ ვამეხ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილების თანახმად (04.02.1919) გამგეობის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს თევდორე კიკვაძე, სასკოლო სექციის თავმჯდომარედ – ლუარსაბ ბოცვაძე. სასკოლო სექციის წევრებად გამგეობის მხრიდან აირჩიეს იპოლიტე ვართაგავა, ვარლამ ბურჯანაძე, სამწიგნობრო სექციის წევრებად კი – სეით იაშვილი და შიო დედაბრიშვილი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ქართველ ემიგრანტებს შორის კონკრეტული პირები უღირსად იქცეოდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ლ. ბოცვაძე, ვ. წულაძე, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ქართული ემიგრაციის საქმიანობით უკმაყოფილო იყო, ამიტომ მათ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პანთეონის გამგის არჩევის საკითხი და დაადგინეს, პანთეონის საქმეთა მმართველად გიორგი ყაზბეგი აერჩიათ.

1942

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს გერმანიაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს ურჩია, რომ ღირსეული საქმის გამოჩენას დალოდებოდა. მოუბოდიშა, რადგან მის ნაცნობებს ვერ დაეხმარა. სთხოვა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება, რომ საქმისთვის უფრო ხელსაყრელია მაღაზია ღია იყოს 8.30 საათიდან 16.00 საათამდე და საღამოობით არ იღებოდეს. გამგეობის დადგინებით, მაღაზია დღისით უნდა იღებოდეს 9 საათზე, იხურებოდეს 14.00 საათზე, საღამოობით 16.30-იდან 19 საათამდე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გალის სკოლის ყოფილი მასწავლებლის ბორის ეზგუბიას თხოვნა სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი უთხრა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ გერმანიის მმართველმა წრეებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ნდობა გამოუცხადეს უპასუხისმგებლო პირებს: კერესელიძეს, მიხეილ კედიას, გრიგოლ ალშიბაიასა და სხვებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოდან მოსული ცნობა, რომ იქ შესაძლებელი იყო 510 ფუთამდე ქაღალდის ყიდვა, ფუთის ღირებულება 120 მანეთი იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების სახელით ქაღალდის ყიდვის შესახებ, აზერბაიჯანის სახალხო განათლების მინისტრისათვის მიეწერა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1919 წლის თებერვლის შემოსავალ-გასავალი. შემოსავალი იყო 57323 მან. 79 კაპ., გასავალი – 37680 მან. 87 კაპ. ანგარიში შეამოწმა გამგეობის წევრმა შიო დედაბრიშვილმა. გამგეობამ საზოგადოების ვექილ კირილე ნინიძეს დაავალა 8000 მანეთის ვექსილების განაღდება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გარეშე საქმეთა სამინისტროს თხოვნა თავის საჭიროებისთვის წიგნსაცავიდან სამუსლიმანო საქართველოს შესახებ არსებული მასალების მიწოდების შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პირველ საველე ბატალიონს მის ნაცვლად გაჰყვა. მაღლაკელიძის თქმით, ბატალიონში ბევრი კარგი ყმაწვილი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხლეს სოფელ აკაურთის მასწავლებელის, ქეთევან ჯინჭველაშვილის განცხადება. მან ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა მასწავლებლის ადგილზე. სკოლაში სწავლა რომ არ შემწყდარიყო თვითონ მონახა მოადგილე ქეთევან მახათაძე, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც 1 წლის პრაქტიკაც ჰქონდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯინჭველაშვილისთვის მიეცათ თებერვლის ჯამაგირი, მის ადგილზე კი დროებით ქეთევან მახათაძე დაენიშნათ.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს სთხოვა, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილი ანდრია ქურციკიძისთვის საფრანგეთში გადაეგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვალს მომღერალმა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ხოროს ზარალის ანაზღაურების გამო ბათუმის განყოფილებასთან შუამდგომლობა სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დომენტი პეტრეს ძე პაპიძის თხოვნა, დაწესებულ ფასად დაეთმოთ ერთი ცალი ქართველიშვილის გამოცემა „ვეფხისტყაოსანი". გამგეობამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.