საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 ოქტომბერს დუშეთის ქალაქისთავმა ალ. ინაშვილმა განაცხადა, რომ იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის დუშეთის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორად დანიშვნის წინააღმდეგი არ იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 სექტემბერს სუფსის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის დაბალი სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, რომ დუშეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგედ გადაეყვანა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა ვ. რცხილაძის სტატია ვაზის გასხვლის შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის თერგის მხარის სამხედრო-რევოლუციური საბჭოების ხელმძღვანელთა დანაშაულებრივი ქმედებების მიზეზად მიაჩნდა: საკუთარი ძალების გადაჭარბებული შეფასება, გრანდიოზული თავდასხმების დაგეგმვა ინგუშეთზე, ვედენოზე – მთიელთა შარიათის ჯარის რეზიდენციაზე და მოლაპარაკებების გამართვა ჩეჩნეთის დიქტატორთან – აჰმედ-ხან პირველად წოდებულ მუტუშევთან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ვაჟთა პირველი გიმნაზიიდან ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი გადაიყვანეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელია და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის უფროს ქალს 18 სექტემბრის N367 წერილის პასუხად აცნობებენ, რომ ანა ალბრეხტს მიეცა თავისუფლება უჯამაგიროდ ა. წ. 1-ლ ოქტომბრამდე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველ მარტს ქუთაისის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებელმა ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძემ სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ წლის დასაწყისში ის მთავარგამგემ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნა. მას მასწავლებლის წოდების გამოცდა არ ჰქონდა ჩაბარებული. დირექტორს შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას სთხოვდა, რომ უფლება მიეცათ საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდა ქუთაისის ერთ-ერთ საშუალო სასწავლებელში ჩაებარებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 24 მარტის N237 წერილის პასუხად აცნობეს, რომ სასწავლებლის პედაგოგ ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძეს საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდის ჩაბარება მხოლოდ განათლების უწყებასთან არსებულ კომისიაში შეეძლო.

1917

ტიპი: განათლება

1917-დან 1920 წლამდე ეკატერინე გაგოშიძე ჭრებალოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში სწავლობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 მარტს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს განსახილველად წარუდგინა სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებლის ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძის თხოვნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 9 სექტემბრის N 872 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ 1918-1919 სასწავლო წლისთვის ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძე გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ ევგენი ჟარკოვსკი გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ თემას აგრძელებდა – აანალიზებდა თერგის ოლქში მუშათა მოძრაობის დამარცხების მიზეზებს. ჟურნალისტის თქმით, მოხდა რევოლუციის მტრების გასახარი საქმე: გზა გაეხსნა დენიკინის ელვისებურ წინსვლას ამ მხარეში, დონზე კი ატამანი კალედინი ბატონობდა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეკატერინე პოლიექტოსის ასული გაგოშიძე 1903 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. 20 დეკემბერს მოინათლა. ნათლისღება მღვდელმა ლონგინოზ კვიკვიძემ მედავითნე სოფრომ გაგოშიძესთან ერთად შეასრულა. ნათლია თეიმურაზ გოგოლაშვილის მეუღლე – ელპიტი გვაჯასპირის ასული იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი უმაღლეს და საშუალო სასწავლებლების მთავარ გამგეს თხოვნაში სწერს, რომ ნიკოლოზ ალავიძე სწავლობდა ლეობენის სამთო აკადემიაში ორწელიწადნახევარი. ხელს აწერენ: დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი იოსელიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ 24 მარტის NN195,194 და 265 მიწერილობის პასუხად აცნობეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის გარეთ ნამსახური წლების ჩათვლის საკითხი მოკლე დროში გადაწყდებოდა და შედეგს აცნობებდნენ გიმნაზიას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 მარტის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა ივანე ანდრონიკაშვილის სტატია ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტის შესახებ, რომელიც სააქციზო გადასახადების შეცვლას გულისხმობდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს, დილის ათ საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქვემო-ჭალაში ტრაგიკულად დაღუპული დავით ალექსანდრეს ძე ეგაძის ნახევარი წლის წირვისა და პანაშვიდის გადახდა იყო დაგეგმილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს სენაკის ადგილობრივი ეკლესიის გალავანში ტრაგიკულად დაღუპული ტაია დავითის ძე ჩაჩიბაიას დაკრძალვა იყო დაგეგმილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ პოლონური გაზეთების ცნობით, დენიკინსა და ანტანტას შორის უთანხმოებაა, რომლის მიზეზია ყუბანის მიერ პურის მიცემის შეწყვეტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იმავე წლის იანვარში უნდა გამოსულიყო ყოველთვიური ჟურნალი „შვილდოსანი“ შემდეგ პირთა მონაწილეობით: შალვა ამირაჯიბი, ალექსანდრე ილიას ძე არსენიშვილი, შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე, ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი, რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე, ნიკოლაი ევრეინოვი, გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნინა ალექსანდრეს ასული მაყაშვილი, არჩილ მიქაძე, ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძე (ნიკოლო მიწიშვილი), კოლაუ გალაქტიონის ძე ნადირაძე, გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე, სერგეი სუდეიკინი, გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე, ივანე (ივი) ყიფიანი, ალექსანდრე (სანდრო) გიორგის ძე ცირეკიძე და ლელი ჯაფარიძე.

პირები
ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე გიორგი (გოგლა) ნიკოლოზის ძე ლეონიძე ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძე (ნიკოლო მიწიშვილი, გაბრიელ სირბაილი) ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე ალექსანდრე (ალი) ილიას ძე არსენიშვილი ლელი (ლევან) ჯაფარიძე კოლაუ (ნიკოლოზ) გალაქტიონის ძე ნადირაძე არჩილ მიქაძე ალექსანდრე (სანდრო) გიორგის ძე ცირეკიძე ნინა (ნინო) ალექსანდრეს ასული მაყაშვილი შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე სერგეი იურის (გიორგი) ძე სუდეიკინი რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე ნიკოლაი ევრეინოვი ივანე (ივი) ყიფიანი შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (ამირაჯიბი) (ჩორჩანელი, ფარსმან-ფარუხი)
წყარო

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 5 ოქტომბერს, დილის ათ საათზე,კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში განსვენებულ ზინა რაგუტოვსკის ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 19 თებერვალს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა ახალნამშობიარები მეუღლის მდგომარეობის შესახებ, ასევე თავის შთაბეჭდილებებს, როდესაც პირველად ნახა თავისი შვილი, გოგი შარაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს კრებაზე, რომელზეც ფარმაცევტული კათედრის შექმნის საკითხი განიხილებოდა, მოხსენება წაიკითხა ბ. იაკუბოვიჩმა. მან ისაუბრა სასწავლებლის პროგრამაზე და გამოთქვა აზრი რუსულ კერძო უნივერსიტეტთან ფარმაცევტული განყოფილების დაარსების შესახებ. ფარმაცევტებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან თანხმობის შემთხვევაში ქართულ მთავრობას სახელი გაუტყდებოდა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 27 იანვარს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და აცნობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში მისი წიგნი გამოვიდოდა.