რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ნოემბერს მარქსისტ სტუდენტთა ორგანიზაცია მართავს საღამოს გერმანიის რევოლუციის აღსანიშნავად. მოხსენებას წაიკითხავენ აიოლო და სმირნოვი. ასევე მონაწილეობას მიიღებს სახალხო უნივერსიტეტის გუნდი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომელმაც სასადილოს 300 მანეთი შესწირა გამგეობის წევრ ნიკოლოზ ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ფასანაურში გარდაიცვალა აფთიაქის პატრონი ილიკო ლორთქიფანიძე.
1908
ტიპი: თანამდებობა
რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის სოფელ ტოლას მცხოვრები პოლიევკტოს გაგოშიძე 1908 წლის 4 ნოემბრიდან 1919 წლის 11 ნოემბრამდე მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ოქტომბერს ეკატერინე გაგოშიძემ თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, იგი ითხოვდა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სასამართლო პალატის პროკურორის მოადგილე ა. კ. ყანჩელი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ბათუმში სასამართლოს დაწესებულებათა მისაღებად გაგზავნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართა დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ცენტრობანკის საბჭოსა და გამგეობის შეერთებული სხდომის დაადგენილებით სასწრაფოდ უნდა გაეხსნათ ბანკის განყოფილება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სააქციზო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მ. ღამბარაშვილი დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სააქციზო სამმართველოს უფროსად გვერდწითელის ნაცვლად ს. ბაქრაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 20 სექტემბერს (ძველი სტილით) 12 საათზე ბათუმთან ბრძოლის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოდპორუჩიკ გიორგი (ჯორჯიკა) მიხეილის ძე ორჯონიკიძის ნახევარი წლის წირვისა და პანაშვიდის გამართვა იყო დაგეგმილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის აგვისტომდე სააქციზო სამმართველოს უფროსი იყო გვერდწითელი. მან სამსახურს ავადმყოფობის გამო თავი დაანება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ავალიანი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებების დასათვალიერებლად ბათუმში გაემგზავრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ რამდენიმე წლის წინ ი. სულუხიას მიერ ოზურგეთში დაარსებული პირველი ძაფის სახვევი ფაბრიკა გურიაში ორი წელი გაჩერებული იყო. ერთი თვეა იქ სამაზრო ერობას ადგილობრივი აბრეშუმის პარკის ამოხვევა დაუწყვია და 80-მდე კაცი დასაქმებულა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 აგვისტოს სენაკის თვითმმართველობა, ერობა და საზოგადოება მსახიობსა და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანს გაუმართავდა საღამოს და გადასცემდა სამოსახლო ადგილსა და სახლის ასაშენებელ მასალას ქ. სენაკში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის აგვისტოში ბათუმის მეორე უბნის გამომძიებლის მოვალეობის შემსრულებლად სენატის პროკურორის მდივანი ნ. იოსავა დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის აგვისტოში ნაფიცი ვექილი ი. ელიავა თბილისის მაზრის მესამე უბნის გამომძიებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვილჰელმ სოლფის განცხადება. ის წერდა, რომ ბრიტანეთმა გერმანელი ჯარისკაცების დახმარებით მოახერხა და გაიმარჯვა ძალადობაზე, ამას ადასტურებდნენ ბრიტანელი ლორდი დანსლოუნი და გენდერსონი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა – შალვა აბდუშელიშვილმა და ალექსანდრე ხელაძემ მუშათა დელეგაციის წარმომადგენელ ა. დგებუაძესა და დელეგაციის მდივან ლევან რუხაძესთან ერთად ინახულეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი დელეგაციის რუსეთში თავისუფლად შესვლის საკითხის გასარკვევად.

