რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წელს შალვა მაღლაკელიძე 114-ე პოლკში მსახურობდა და კავკასიის ფრონტზე მოქმედ ჯარში ირიცხებოდა.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1894 წლის 2 მაისს სოფელ დიხაშხოში (ქუთაისი გუბერნია) დაიბადა შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე. მან ქუთაისის ქართული გიმნაზია და თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1950
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1950-1952 წლებში შალვა მაღლაკელიძე „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის დავალებით პაკისტანის ქალაქებში: კოჰატში, პეშავარსა და კარაჩში იმყოფებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადება მისთვის მეორე თანაშემწედ ზაქარია მდივნის დანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის მოხსენება ქართულ-გერმანულ სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციისა და წესდების შემმუშავებელი კომისიის შესახებ. დაადგინეს, შემდგარიყო კომისია ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის, სოლომონ ექვთიმეს ძე წერეთლისა და ქუთაისის ქალაქისთავის, დ. კალანდარიშვილისაგან ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თავმჯდომარეობით.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება – სოლომონ ასლანოვის თხოვნის შესახებ გვარის შეცვლის თაობაზე. თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება კაპიტონ, იგივე ეპიფანე, შევარდნაძის თხოვნა ნაშვილები ვლადიმერისთვის თავისი გვარის გადაცემის თაობაზე. დაადგინეს გვარის მიცემა.
1942
ტიპი: ღონისძიება
1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ერობის შუამდგომლობა გურიაში დასათესი პურის გაგზავნის შესახებ. სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ არდიშვილს დაევალა საჭირო დასათესი ხორბლის მიცემა ნაღდ ფულზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ვაჩეიშვილის დეპეშა ყუბანის მთავრობასთან საქონლის გაცვლა-გამოცვლის ეკონომიკური ხელშეკრულების შესახებ. დაადგინეს, ეცნობოს მას ეკატერინოდარში, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა ხელშეკრულების დადებაზე იმ პირობით, რომ მას კავშირი არ ექნება პოლიტიკურ საკითხებთან, როგორიცაა მაგ., სოჭის ოლქის საკითხი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაფაელ ჩხოტუას, თხოვნა დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის მოხსენება ბორჩალოში სომხების აგრესიული მოქმედების შესახებ და დაადგინეს: მინისტრმა აცნობოს სომხეთის მთავრობის წარმომადგენელს, რომ სომხეთის ჯარების შემოსვლას როგორც ბორჩალოში, ისე სხვაგან, საქართველოს საზღვრებში, მთავრობა მტრულ ნაბიჯად ჩათვლის და შესაფერის ზომებს მიიღებს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა გერმანელებთან ხელშეკრულების პროექტის – ბზიფის ტყეების შესახებ. ალფრედ ბონარდის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი – გერმანელებთან ბზიფის ტყეების ექსპლუატაციის შესახებ კი უარყვეს, რაც ეცნობა საქართველოს წარმომადგენელს ბერლინში აკაკი ჩხენკელს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოიწონეს და გადასცეს პარლამენტს. გერმანელ ინსტრუქტორებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭეს, რომ ოფიცრების უწესობის შემთხვევაში აცნობონ არამარტო სამხედრო მინისტრსა და გერმანელთა საკომანდოს, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც.