საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 11 მარტს ქრისტინე შარაშიძემ თამარ მაჭავარიანს მისწერა, რომ შორეული ძმისწულების მოლოდინში ბინა მოაწესრიგა, წიგნებისთვის თაროები გააკეთებინა და სთხოვა, მისთვის ვინმე გაეგზავნა, ვინც მას წიგნების აღრიცხვაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გასამრჯელოს მიიღებდა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან წერილი გაუგზავნა მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) ბახვში. მისწერა, რომ მათ წერილს გაზეთში გამოაქვეყნებინებდა და ბებიის ჯანმრთელობა მოიკითხა.

1944

ტიპი: ავტორობა

1944 წლის ივლისში შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.

1938

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1938-1945 წლებში პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე გერმანიაში ცხოვრობდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926-დან 1934 წლამდე შალვა მაღლაკელიძე რიგის რუსულ ბანკში მსახურობდა.

1948

ტიპი: თანამდებობა

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1948 დან 1950 წლამდე იგი იტალიაში ცხოვრობდა როგორც „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის სამხედრო მრჩეველი გენერალ-ლეიტენანტის ხარისხით. ეს ორგანიზაცია რომში იყო როგორც „არაბთა ლიგის“ მიერ დაფინანსებული კერძო დაწესებულება.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ქრისტინე შარაშიძე საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1907

ტიპი: თანამდებობა

ქრისტინე შარაშიძის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ის 1907 წლის შემოდგომაზე მარიამ ყაუხჩიშვილმა თავის გიმნაზიაში მიიწვია მასწავლებლად.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა მოგონებებს გარდაცვლილი ბებიის შესახებ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ ის და შალვა შარაშიძე მათ რამდენიმე დღეში ვალის გასასტუმრებელ ფულს გაუგზავნიდნენ.

1928

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ბებიის გარდაცვალება გაიგო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება ამხანაგობა „შაქრის“ წარმომადგენლებთან დადებული ხელშეკრულების პროექტის შესახებ. პროექტი დასკვნის წარსადგენად გადაეცათ ფინანსთა მინისტრსა და სახელმწიფო კონტროლიორს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომას დაესწრნენ: მთავრობის თავმჯდომარე ნ. რამიშვილი, მინისტრები – გრიგოლ გიორგაძე, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე; სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი კონსტანტინე ჯაფარიძე, მინისტრების მოადგილეები – გიორგი ერაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, პეტრე გელეიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, კოსნტანტინე გვარჯალაძე; მოწვეული სტუმრები – შტაბის წევრი, გერმანელთა სამხედრო მრჩეველი ვოლფსკჰეელი, პარლამენტის სამხედრო კომისიის თავმჯდომარე სიმონ მდივანი, საქმეთა მმართველი სერგი ჯაფარიძე, მდივანი გრიგოლ რობაქიძე.

პირები
წყარო

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 9 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ მოსკოვში თავად კომუნისტებიც არ მალავდნენ, რომ სოციალისტური მეურნეობა საფრთხეში იყო. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა სოციალისტური წყობის სწორად წაყვანის იმედი დაკარგა და თავადვე შეუდგა უნიადაგო კომუნისტური ხელისუფლების ლიკვიდაციას.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ საბჭოთა სახელმწიფოში პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებდა. მოსკოვში პური და სურსათი „ბარათებით“ გაიცემოდა. მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, დისციპლინა მუშებს შორის არ მყარდებოდა, რამაც მრეწველობის გაუარესება გამოიწვია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ „სტალინისტები“ პარტიის მთლიანობის დარღვევას ამჩნევდნენ. ქალაქებში კომუნისტებისადმი ზიზღი და უარყოფითი განწყობა სწრაფად იზრდებოდა. ხელისუფლებისადმი გლეხების ნდობაც იმსხვრეოდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ საბჭოთა კავშირში გენერალურ სამდივნოსა და საორგანიზაციო ბიუროს იოსებ სტალინი განაგებდა, ცენტრალურ საკონტროლო კომისიას - სერგო ორჯონიკიძე .

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ რუსეთში მემარჯვენე ოპოზიციონერებისთვის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა და სასოფლო მეურნეობის კოლექტივიზაცია მიუღებელი იყო, ამიტომ სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ „წმენდა“ დაიწყო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 10 თებერვალს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და თავისი სტატიის შესახებ აზრის გაზიარება სთხოვა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა ოქმი N-8, რომელიც ეხებოდა ქრისტინე შარაშიძის მიერ მომზადებული „საქართველოს ისტორიის საბუთების XII-XVIII სს“ დამტკიცებასა და გაგზავნას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რედგამსაბჭოში.

1954

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1954 წლის ჩანაწერის მიხედვით, მისი ნაშრომი „საქართველოს ისტორიის მასალები“ შეიცავდა 278 გვერდს და დართული ჰქონდა ათაბაგების გენეალოგიური ტაბულა: 1416-1537 წწ.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 28 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ დაწერა ხელწერილი, რომ მის ნაშრომში „საქართველოს ისტორიის მასალები“ (II ნაკვეთი) საიდუმლო არაფერია და შესაძლებელია მისი ღია წესით გამოცემა.