რეგისტრირებული ფაქტები87091
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
შრომის მინისტრის 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ვლადიკავკაზში შრომის სამინისტროს საქმეებს რაფაელ ნაბატოვი ხელმძღვანელობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მაისს ფინანასთა მინისტრ გ.ტერ-არუთინოვს შრომის მინისტრმა თურქეთის მხარეში დარჩენილი ავეჯის გადაცემის თხოვნით მიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მაისს ბორჯომის ელექტროჰესის მოსამსახურემ სემიონ კოსტენკომ საკუთარი განცხადების საფუძველზე სამუშაო ადგილი დატოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მაისს გიორგი ვართანოვი სამსახურებრივი საქმეებისთვის შრომის სამინისტრომ რუსეთში გაგზავნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 მაისს შრომის სამინისტროს ინჟინერი ფელიქს რომანის ძე შმალცი ეკონომიკური საბჭოს სხდომებს ხელმოწერის უფლებით ესწრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს შრომის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს კანცელარიის გენერალურ დირექტორს მ. გ. კელარევს პედაგოგთა და აღმზრდელთა ორგანიზაციიდან შემოსული განცხადებების განხილვა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს შრომის სამინისტრომ თბილისის შემნახველი სალაროს საქალაქო განყოფილებას მოქალაქე ნიკოლოზ მოჟაისკოვისთვის რუსეთში დასაბრუნებელი მცირეოდენი თანხის გამოეყოფის თხოვნით მიმართა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლ ივნისს ტარას გრიგოლის ძე აბაშიძე დაინიშნა შრომის სამინისტროს ზედამხედველად. შრომის სამინისტრო სთხოვს სალიკვიდაციო კომისიას, მიიღოს ზომები მისთვის ავეჯის გადასაცემად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს თბილისის გუბერნიის შრომის კომისარმა შრომის სამინისტროს ვრონსკისთვის ბოლო ხელფასის დაკავების თხოვნით მიმართა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 აპრილს მელიქ-კეიმერდელევსკის რკინიგზის მუშა თეოდორ ნემცოვი შრომის სამინისტროს თებერვალში შესრულებული სამუშაოსთვის 368 მანეთის გასამრჯელოს სთხოვდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტროს გადამწერი ანა კოლესნიკოვა მოტივაციის და ხელფასის გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობით მინისტრ ფირცხალაიშვილს მიმართავს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წ. 29 ოქტომბერს თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა სახალხო განათლების სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა გიმნაზიის ქართულ განყოფილებაში ხელსაქმის გაკვეთილების ვერა სტეფანეს ას. ბასტამოვისთვის მიცემას.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 12 სექტემბრიდან ალექსი ბარსოვი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის თებერვალში თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის პედაგოგი ალექსი ბარსოვი განათლების სამინისტროს სთხოვდა, რომ თბილისში ან ოზურგეთში მისცემოდა რუსული ენის გაკვეთილები ან პენსიის დანიშვნით განთავისუფლბულიყო სამსახურიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორს წერილი გაუგზავნა, რომ ალექსი ბარსოვისთვის ანაზღაურებადი შვებულება მიეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა მიმართა საშუალო სასწავლებელთა მთავარ გამგეს, გიმნაზიის მასწავლებლისთვის, ალექსი ბარსოვისთვის, რომელმაც ტიფი და ფილტვების ანთება გადაიტანა, მიეცათ 4 თვით დასვენების უფლება ჯამაგირის შენარჩუნებით.
1918
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო კონტროლმა, ფ. გოგიჩაიშვილმა რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველს 1918 წლის 9 ოქტომბერს მისწერა (ხელს აწერს საქმის მმართველი ი. ქუთათელაძეც), რომ კონტროლი თანახმაა, რესპუბლიკის ხაზინიდან განათლების სამინისტროს წელიწადში 19 200 მან. მიეცეს ახალციხის ქართული საქვ. საზოგადოების სკოლის შესანახად.

