რეგისტრირებული ფაქტები87091
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ეგორის ძე არგუტინსკი-დოლგორუკოვი (სამსახურიდან გადამდგარი მოხელე), რომელსაც ეს თანამდებობა 1912 წლიდან ეკავა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 მაისს დირექტორი ვუკოლ ბერიძე (საქმისმწარმოებელი მ. ბერძნიშვილი) თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორს, ნ. მახარაძეს სთხოვს, აცნობოს, რომელი საგნის მასწავლებელს გულისხმობს, როცა სამინისტროს ეკითხება, ქალთა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ჯამაგირის და ხუთწლეულების მიღების უფლებების შესახებ.
1917
ტიპი: თანამდებობა
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917/1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი მიხეილ გიორგის ძე ბაშარული სამეურნეო საბჭოს წევრი იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (საქმის მწარმოებელი თ. ლაფერაშვილი) 1919 წლის 15 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვდა ეცნობებინა, თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ თუ არა უფლება ესწავლებინათ საშუალო სკოლის ყველა კლასში და აეღოთ ისეთივე ჯამაგირი და დამატებები, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნ. მახათაძე 1919 წლის 27 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვს აცნობოს, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთ აქვთ თუ არა რომელიმე საგნის სწავლების უფლება საშუალო სასწავლებლის ყველა კლასში.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძეს რომში ფათალი ხან ხოისკი ესტუმრა და შეატყობინა, რომ მაიორი დუდაგინსკი კაიროდან ოსმალეთში უნდა გადასულიყო.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის 21 აპრილს შალვა მაღლაკელიძე იყო შეხვედრაზე, რომელსაც აზერბაიჯანისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ნიუ-იორკში არსებული „კერენსკის კომიტეტის“ შესახებ ისაუბრეს. მხარეები ადგენდნენ დეკლარაციას, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათ ალექსანდრე კერენსკისთან უშუალო კავშირი არ ჰქონიათ. იგი სხვადასხვა ერის სახელით მოქმედებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 18 იანვრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის ბ. მხეიძის კურსების ქუთაისის მასწავლებელთა კოლეგიისთვის გადაცემის შესახებ. დაადგინეს: მხეიძეს მასზე უფლება ჩამოერთვას, აღდგეს მასწავლებელთა კოლეგიის უფლებები და ეწოდოს მასწავლებელთა კურსები. გამგედ დამტკიცდეს ბ. მ. ჩინჩალაძე.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის 22 აპრილის წერილის მიხედვით, რომში შალვა მაღლაკელიძე და ენრიკო ინსაბატო აქტიურად მუშაობდნენ, რათა ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოთა რიგებში კავკასიური სახელმწიფოებიც ჩაეთვალათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 2 იანვრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ გ. კობახიძისთვის პენსიის გაზრდის საკითხი და დაადგინეს, სიძვირის გამო მისთვის დამატებით დაენიშნათ კლასის დამრიგებლის თანაშემწის გაზრდილი პენსია.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის 23 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს „იზვესტია“, „პრავდა“ და რუსულენოვანი წყაროებიდან ამოღებული ცნობები გერმანიაში გაუგზავნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე კერძო საშუალო სასწავლებელთა დებულებების შედგენა გრიგოლ ნათაძეს დაავალეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის, გრიგოლ ნათაძის მიერ შემუშავებული ფიზიკური ობსერვატორიის ხარჯთაღრიცხვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ფოთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლების გაფიცვის საკითხი გამოსარკვევად გრიგოლ ნათაძისთვის გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.
1949
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ჟურნალ „მერკიურში“ ალექსეი კრავჩენკოს შესახებ დაბეჭდილი წერილი წაიკითხა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 19 ივნისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის განკარგულებით (N1083) ვლადიმერ აბაშიძე საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძეს ჰყავდა მეუღლე მარიამ გიორგის ასული ყიფიანი და სამი შვილი: თინათინი (დაიბადა 1911 წლის 23 ივნისს), მიხეილი (დაიბადა 1912 წლის 14 დეკემბერს) და ვლადიმერი (დიბადა 1914 წლის 15 ივლისს).
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძის ხელმოწერილ ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირად საქმეში ეწერა, რომ ის სამი წელი არ მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგის ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირად საქმეში ეწერა, რომ იგი არ ყოფილა დასჯილი და არც დასასვენებლად გაშვებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიის მიხედვით, ის მსახურობდა საქმის მწარმოებლად ქ. ოჩამჩირის გამომძიებელთან, რისი მოწმობაც ჰქონდა. ნამსახურეობის სიის სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

