რეგისტრირებული ფაქტები89295
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში ჩამოვიდა იტალია-კავკასიის გამნაღდებელ ბანკის გამგე მ. მ. პინტო, რომელმაც დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფოზე ადრე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა შედეგი იყო იმ განწყობილებისა, რომელიც იტალიაში საქართველოს მიმართ არსებობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის უფროსი ლექტორ-მასწავლებელი ალექსანდრე ჟორჟოლიანი ახალციხეში გაემგზავრა ჯარში კულტურული მუშაობის მოსაწესრიგებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივლისს გვარდიელებმა თიანეთში, ბოკონის ტყეში, მოკლეს ცნობილი ყაჩაღი გიგია დაიაური. 21 ივლისს მილიციამ სოფელ კუპრიაანთკარში, იოსებ სამხარაულის სახლში, აღმოაჩინა ყაჩაღების მიერ მიბარებული ქონება. ამის შესახებ გაზეთს ატყობინებს ერობის თავმჯდომარე პაპავა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისს, პირველ საათზე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის დროებითი აღმასრულებლის, ს. ავალიანის თავმჯდომარეობით უნდა გამართულიყო ფინანსთა მინისტრის სხდომა, რომელზეც განიხილავდნენ მნიშვნელოვან საკითხს ვალუტის შესახებ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ თბილისის საგანგებო სასამართლოს სესია ახალციხეში მიემგზავრებოდა. სესიას სხვა საქმეებთან ერთად უნდა განეხილა ჩახნაშვილის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ქურდობა ფულის დამამზადებელ ექსპედიციაში და სხვაგან.

