საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87109

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ექვთიმე ონისიმეს ძე ვადაჭკორია ვანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პარასკევა ბესარიონის ასული ოდიშარია ვანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგორი ვასილის ძე მახარაძე ვანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მირიან ტარიელის ძე სიხარულიძე ვანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბიკტორ გიორგის ძე მახარაძე ვანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) საზოგადო საგანთა პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ დიმიტრის ძე ჭანიშვილი ვანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს)პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მიხეილ ივანეს ძე თავართქილაძე ვანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) ინსპექტორად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ქეთო ცინცაძე ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლიუდმილა ილარიონის ასული ხოჯავა ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებული სოფიო გიორგის ასული ტყეშელაშვილი ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მღვდელი იონა დავითის ძე მინდელი, სტავროპოლის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული რაფიელ ფილიპეს ძე ლომინაძე ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა 6 ფურცელი მიწერ-მოწერა მასწავლებლის ან. ბეჟანოვის შესახებ. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 დეკემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობის გამგეობის 6 დეკემბრის N2444 შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნება დართო, ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის მოვალეობის შემსრულებლად დაეშვა ნიკოლოზ გრიგოლის ძე მასოხოვი. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 დეკემბერს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ დოკუმენტის სახით შეუდგინეს ნიკოლოზ გრიგოლის ძე მასოხოვის თხოვნა მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ასევე სთხოვა, უფლება მიეცა ნიკოლოზ მასოხოვისთვის მასწავლებლად ემუშავა ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში. ხელს აწერენ გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ დეკემბერს გორის სამაზრო ერობას უგზავნიან ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის 25 ნოემბრის N51-52 შუამდგომლობას. ხელს აწერენ: მთავარგამგე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ი. ეპიტაშვილი. ქვეშ მიწერილია საქმე N259/18.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას სთხოვა ეცნობებინა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგისთვის, რომ 3 ოქტომბრის N54 შუამდგომლობა დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სამინისტრომ არ შეიწყნარა. ხელს აწერენ მთავარგამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

გორის სამაზრო ერობის გამგეობის წევრის დ. მელიქაძის აზრით, დავით გიკაევი მასწავლებლობის არასასურველი კანდიდატი იყო, რადგან იგი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რაც ქართულთან იყო დაკავშირებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობის გამგეობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის N 54 შუამდგომლობა და დავით გიკაევის თხოვნის დოკუმენტი. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ნოემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ გორის სამაზრო ერობას სთხოვა, ეცნობებინა ჯავის უმაღლესი სასწავლებლის გამგისთვის 3 ოქტომბრის N34 შუამდგომლობის პასუხი, რომ განათლების სამინისტრო დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის წინააღმდეგი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ოქტომბერს გორის სამაზრო ერობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს დაუბრუნა N9781 მიწერ-მოწერა და აცნობა, რომ დ. გიკაევი იყო რუსეთის მიმდევარი და სასტიკი წინააღმდეგი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რის გამოც გორის სამაზრო ერობის გამგეობა არასასურველად მიიჩნევდა მის მასწავლებლად დანიშვნას. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ხახუტაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 ნოემბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორს ამავე წლის 3 ოქტომბრის N55 შუამდგომლობაზე განათლების სამინისტრომ უპასუხა, რომ სკოლის ფერშლად პეტრე მაღაევი დაინიშნა 2 ოქტომბრიდან. დოკუმენტს ხელს აწერდნენ მთავარგამგე ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ოქტომბერს გორის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნიან ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობას N55-ით და მასთან დართულ მაღაევის თხოვნას მიწერ-მოწერის უკან დაბრუნების და საქმესთან დაკავშირებით აზრის შეტყობინების შესახებ. ხელს აწერენ: მთავარგამგე გ. ჭუმბურიძე და საქმის მწარმოებელი კ. აბაშიძე. ფანქრით არის მიწერილი სხვა თარიღი 20.10.1919.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ნოემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1-ელი ოქტომბრიდან ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის ფერშლად პეტრე მაღაევი დანიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ოქტომბერს დაბალი სკოლების მთავარგამგეს N9774 მიწერ-მოწერაზე უპასუხეს, რომ გორის სამაზრო ერობის გამგეობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო პეტრე მაღაევის ჯავის უმაღლეს პირველდაწყებითი სკოლის ფერშლად დანიშვნაზე. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ხახუტაშვილი.