საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84920

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის მასწავლებელ გ. გ. მამრაძეს სექტემბრიდან ხელფასზე 281 მანეთი 25 კაპიკი მოემატა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ რკინიგზის შემოსავლების გასაზრდელად უბილეთო მგზავრების, ვაგონებით ბარგისა და პროდუქტების უფასოდ გადატანის წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იყო საჭირო. მატარებლების შემოწმებისას მათ წინააღმდეგობას საფოსტო ვაგონების ზოგიერთი წევრი უწევდათ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ოლგა ნიკიტინა მუშაობდა დორტუარად ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მარია ბლიუსი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში ბუფეტის გამგედ მუშაობდა. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ანდრეი ვლასოვი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ლაზარეთში მუშაობდა. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გრიგორი კრავჩენკო მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს კლემენს მაგერი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მუშაობდა. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ფრანც მაოლანი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მუშად მუშაობდა. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იოსებ ბოიკო მუშაობდა ფიზკულტურის კაბინეტში ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში , მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დანიელ კონოვალოვი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მრეცხავად მუშაობდა. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იოსებ თვაური მუშაობდა კურიერად ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მიხეილ ხატიშვილი მუშაობდა მექვაბედ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ვასილი ხუბაშვილს, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტსი მზარეულს, ხელფასი ჰქონდა 108 მან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნიკოლოზ შერეზადიშვილი მუშაობდა მზარეულად ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ესტატე ლებანიძე მუშაობდა უფროს მზარეულად ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში , მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სიმონ ერშოვს, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მებაღეს, ხელფასი ჰქონდა 108 მანეთი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 იანვარს გზათა სამინისტროს კომისარმა მელიქ ასლანოვმა რკინიგზის უფროსს მიმართა, რომ ამიერკავკასიაში შექმნილი დიდი ფინანსური სიძნელეების გამო მოსამსახურეების ხელფასების დროულად გასაცემად ცენტრალური კომიტეტის მოსამსახურეებთან ერთად კონკრეტული ზომების მიღება იყო საჭირო. გზების სალაროში თანხის შესვლის მიზნით თავდაპირველად მატარებლით უფასოდ მგზავრობას დაუპირისპირდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას შორაპნისა და ყვირილას რკინიგზის სადგურის კომიტეტი მოითხოვდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ივან მუდრეკო მუშაობდა მებუფეტედ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში , მისი ხელფასი შეადგენდა 97 მანეთს

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ლეონ ბალჩუნარი მებუფეტედ მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში და მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ივან თედიევი მუშაობდა შვეიცარის დამხმარედ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში , მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნიკიფორე კალინოვსკი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის უფროს შვეიცარად მუშაობდა. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 7 ნოემბრიდან ივან იგნატიევი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ფოსტალიონი იყო. მისი ხელფასი შეადგენდა 182 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მაქსიმ კრასნოვი გუშაგად მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, მისი ხელფასი შეადგენდა 188 მანეთსა და 5 კაპიკს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა მელიქ ასლანოვმა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს მისწერა, რომ კომისარ ჩხენკელს ევაკუაციის დროს დახმარების გაცემის გაუქმებაზე განკარგულება არ გაუცია. კომისიამ აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ დახმარებას არასწორად გასცემდნენ, რაც თითქოს მოსამსახურეთა გაქცევასა და პოსტების დატოვებას იწვევდა. ასლანოვმა ითხოვა, ამ გარემოებისთვის ყურადღება მიექციათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 იანვარს, 19:30 საათზე, ტექნიკური საზოგადოების საერთო კრებაზე ინჟინერ ვლადისლავ ედმუნდის ძე ნოვოდვორსკის უნდა წაეკითხა მოხსენება: „ჯულფა-ბაქოს რკინიგზის მშენებლობა და სამუშაოს მდგომარეობა ამ დროისათვის“.