რეგისტრირებული ფაქტები32292
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 სექტემბერს ტიციან ტაბიძემ წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს და სთხოვა, სწვეოდა ჭყვიშში გრიგოლ ვეშაპიძესთან ერთად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაგვიანებით მიულოცა ახალი წელი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 17 აგვისტოს წკადისის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ზედა შავრის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აკურთხა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 13 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ბარეულის მაცხოვრის ეკლესია აკურთხა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 18 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865-1867 წლებში ბერძენმა ოსტატმა თედორე ჯაიანმა ააგო ბარეულის მაცხოვრის ეკლესია.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1895 წლებში კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესია არქიტექტორ ვერცინსკის პროექტით ააგო ბერძენმა ოსტატმა გიორგი ილიანოვმა.
1862
ტიპი: ღონისძიება
1862-1863 წლებში მიქარწმინდის მთავარანგელოზთა ეკლესია ააგო ბერძენმა ოსტატმა გიორგი ჯავალოვმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876-1878 წლებში ფუტიეთის ღვთისმშობლის ეკლესია ააგო ბერძენმა ოსტატმა გიორგი ილიანოვმა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885-1889 წლებში ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესია ააგეს ბერძენმა ოსტატებმა გიორგი და თედორე ილიანოვებმა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881-1892 წლებში ღვიარის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესია ააგო ოსტატმა ნიკო ჭიღვარიამ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902, 1910-1912 წლებში ჩორჯოს წმ. სამების ეკლესია ააგო ოსტატმა ვასილ ექვთიმეს ძე ტყეშელაშვილმა.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865-1867 წლებში ცახის მაცხოვრის ეკლესია ააგო ბერძენმა ოსტატმა თედორე ჯაიანმა.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865-1870 წლებში ხვანჭკარის წმ. გიორგის ეკლესია ააგო ბერძენმა კალატოზმა თედორე ჯაიანმა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 20 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სხიერის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 მარტს ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში გაიმართა ქუთაისის დასის საგასტროლო წარმოდგენა – ნინო ჩხეიძის საბენეფისო დრამა „უბედური ნაბიჯი".
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ეპისკოპოსის მიერ ოზურგეთში დაარსებული საქალებო ეპარქიალური სკოლა უსახსრობის გამო დაიხურა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვარს გაზეთ „ნობათის“ რედაქტორ ალექსანდრე ღულაძის განცხადებით, რედაქციამ ქუთაისის ერთ-ერთი ციხის პატიმარს თხოვნა შეასრულა და გამოსული ნომრების თითო ეგზემპლარი ოქროპირ კაჭუხიძის სახელზე გაგზავნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით კასრაძე წერდა, რომ სოფელ ავნევში მოსახლეობას მდინარე ფრონეს ადიდება ემუქრებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახლესთან, გიორგი ნიკოლოზის ძე დადიანი იდგა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატიო ყარაულში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახლესთან, ოთარ ლევანის ძე აფაქიძე იდგა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატიო ყარაულში.

