საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87042

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო თეატრში დადიგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე- დირექტორმა, ზ. ნანეიშვილმა თანამშრომლებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-დირექტორი ზ. ნანეიშვილი საზღვარგარეთ გაგზავნის გამო თანამდებობიდან გადადგა .

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს რწმუნებულის, ინჟინერ იოსებ ყიფშიძის მოხსენების თანახმად, ოქრო-ვერცხლის ნივთებსა და სასწორების ჭედვაზე გადასახადი გაიზარდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სახალხო გვარდიის დღესასწაულის გამო ნოე ჟორდანიამ, სახალხო გვარდიამ და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა სხვადახვა კუთხიდან და ორგანიზაციებიდან მიიღეს მისალოცი დეპეშები.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს ხაშურიდან აუწყეს, რომ 14 დეკემბერს იქ მოკლეს ცნობილი ყაჩაღი პეტრე სამხარაძე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის დეკემბერში ოზურგეთში, შეიარაღებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მილიციამ ყაჩაღი ეფრემ გიორგაძე შეიპყრო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი თავისი შტაბით სომხეთში გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 დეკემბერს ნინა კოშიცის მესამე გასტროლის დროს სახელმწიფო თეატრში ოპერა „დემონი“ უნდა წარმოედგინათ რუსულად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს დათვალიერეს ბრმათა სკოლა, რომელსაც ერისთავის მეუღლე განაგებდა. სკოლაში 26 ბავშვი და 11 ზრდასრული ირიცხებოდა. უსინათლოები კითხულობდნენ, წერდნენ, უკრავდნენ როიალზე და აკეთებდნენ სხვადასხვა ნივთს. მათი ნაკეთობების გასაყიდად ფართის მოძებნა იყო საჭირო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ადმირალი ფერდინანდ ჟან-ჟაკ დე ბონი ბათუმში ამალით გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სასტუმრო „ორიენტში“ საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის საზღვაო ძალების ამირბარ ფერდინანდ ჟან-ჟაკ დე ბონის პატივსაცემად გამართულ ბანკეტს დაესწრნენ დე ბონი, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, ნოე გიორგის ძე ხომერიკი, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი და სხვა თანამდებობის პირები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა გენერალი ალექსანდრე ჟღენტი, წევრებად დანიშნეს დავით ქარცივაძე, გ. ბახტაძე და სხვ., ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარედ კი – ყიფშიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

სამხედრო მინისტრის განკარგულებით ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების მთელი შემადგენლობა თანამდებობიდან გადააყენეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის დეკემბერში მილიციის უფროსმა ვლადიმერ სულაქველიძემ მადლობა გამოუცხადა მეშვიდე უბნის კომისარ გელიას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ივანე მიხეილის ძე გომელაურის „ქართველი მწერლების“ პირველი ნაწილის გამოცემას აპირებდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბათუმში გენერალმა მილნიმ დაამტკიცა ინგლისის საველე სასამართლოს განაჩენი, რომლის ძალითაც მკვლელობაში ბრალდებულ მიქელაიშვილსა და ჯინჭარაძეს მიესაჯათ სიკვდილით დასჯა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიქელაიშვილსა და ჯინჭარაძეს ბრალად ედებოდათ ქუთაისელი ვაჭრის, ნარსიასა და მისი შეგირდის გაძარცვა და მკვლელობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქალაქის საბჭოს სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ კონსტანტინე ფანიევი, პართენ გოთუა, ივანე გომართელი და არჩილ ჯაჯანაშვილი. სხდომაზე ქალაქის მთავარ პრობლემად პურის გაძვირება მიიჩნიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ჭლექთან მებრძოლი საზოგადოების პირველ კრებაზე დაავადებასთან ბრძოლის გზები განიხილეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 14 დეკემბერს დამფუძნებელი კრების უფროსის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე პროვინციაში მოგზაურობიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯეიმს რეიმ საქართველო დატოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის დეკემბერში პირველად დაიდგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.