საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19333

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი როსტომის ძე წერეთლის ფელეტონი „ტუსაღის იმერლის ნაამბობი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „საზაფხულოდ სოფელში“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ნ. არასხანიანცი წაიკითხავდა მოხსენებას თემაზე „აბრეშუმის ამოხვევა ნუხასა და ყარაბაღში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა ქართულად თარგმნა გოლდენის სამმოქმედებიანი კომედია „როგორც ჰქუხს – ისე არა სწვიმს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბლის ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი უილიამ შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი, პრინცი დანიიდან“ იბეჭდებოდა და მალე გამოვიდოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას ახალი სენაკიდან მიუღია იქაური ერობის სათათბიროს წევრების პირველი კრების თავმჯდომარის გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძის ტელეგრამა. ტელეგრამის თანახმად, კრება აღფრთოვანებით ეგებებოდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და უსურვებდა მას ნაყოფიერ შრომას სამშობლოს საკეთილდღეოდ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერჰაგენს. ვესტერჰაგენის თქმით, მისი მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საქართველოს ტერიტორიაზე ზეთისხილის წარმოების სფეროში და ნამატის გერმანიის სასარგებლოდ გამოყენება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, გერმანელები ყოველმხრივ დაეხმარებოდნენ ადგილობრივებს შრომისუნარიანობის ამაღლებაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, გერმანელები დაეხმარებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ფართო ფენებს, რომ ახლო მომავალში მათ მნიშვნელოვნად გაზრდილი ჯამაგირები მიეღოთ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სამეგრელოდან თბილისში დაბრუნებული ეროვნული საბჭოს წევრი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის შინაშე წარდგან ზეპირი და წერილობითი მოხსენებით სამეგრელოს ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის მიერ შედგენილი რუსული ენის შესასწავლი სახელმძღვანელოს ბეჭდვა მალე დასრულდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ფრანგულიდან ორმოქმედებიანი კომედია „ბაქი-ბუქი“ გადმოთარგმნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ერისთავმა რუსულიდან ორმოქმედებიანი ვოდევილი „დროებითი სიყვარული“ გადმოთარგმნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ტექსტი „შელოცვები სვანეთში“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თეიმურაზ პირველის ლექსების კრებულს ბეჭდავდა და მალე გამოიცემოდა. სასურველი იყო ავტორს წიგნისთვის მეფის ცხოვრების აღწერა და ლექსების კრიტიკული განხილვა დაერთო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის პირველ განყოფილებაში 40 თავისუფალი ადგილი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლის მსურველებს ოც აგვისტომდე შეეძლოთ საბუთების შეტანა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი ეძებდა ქართულ-რუსული გალობის მასწავლებელს, რომელსაც 8 გაკვეთილის ჩატარება მოუწევდა და 600 მანეთი ექნებოდა ხელფასი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილის თანახმად, თბილისის ქალაქის გამგეობამ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით ბინების რეკვიზიცია მოხდებოდა მხოლოდ ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახებისათვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. ანთელავას აზრით, ქალაქის გამგეობის ბრძანებულებამ ბინების რეკვიზიციის შესახებ მხოლოდ ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახებისათვის, მოქალაქეთა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილში ანთელავა საბინაო კრიზისის დაძლევის გზებს სთავაზობდა სახელმწიფოს. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლიკვიდირებულ იქნა სამხედრო უწყების საკუთრებაში მყოფი უამრავი დაწესებულება. ათასობით რუსი, უკრაინელი, პოლონელი და სხვ. სამშობლოში დაბრუნდა და ათასობით ოთახი გაათავისუფლა. საჭირო იყო ამ ოთახების აღრიცხვა და შემდეგ უბინაო ან შეზღუდულად მცხოვრები მოქალაქეების ამ ოთახებში გადანაწილება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. ანთელავას აზრით, ქალაქის გამგეობამ უგუნური ბრძანებულება ბინების რეკვიზიციის შესახებ მხოლოდ ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახებისათვის, ქალაქის „მამების“ ინიციატივით გამოიტანა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილში ანთელავა სვამდა კითხვას, რატომ ვერ შევიდნენ ათასობით უცხოელის სამშობლოში დაბრუნების შედეგად გამოთავისუფლებულ ოთახებში ჩვეულებრივი მოქალაქეები და ვინ დაეპატრონა ამ ოთახებს მათ მაგივრად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. ანთელავას თქმით, საბინაო განყოფილებაში არსებული ქაოსის გამო, სამშობლოში წასული უცხოელების მიერ დატოვებულ ოთახებში სახლდებოდნენ არა კანონიერი პრეტენდენტები, არამედ სხვადასხვა ტიპის ვაჭრუკანა-სპეკულიანტები და ლტოლვილები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილში ანთელავა მკაცრად აკრიტიკებდა ქალაქის „მამების“ ინიციატივით შექმნილ დადგენილებას, რომელიც ბინების რეკვიზიციას მხოლოდ ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახებისათვის ითვალისწინებდა და ეჭვი ეპარებოდა ამ „ბრძნული“ გადაწყვეტილების სისწორეში.