საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გიორგი ლომთათიძის მიერ გურიაში შეკრებილი ანდაზები დაიბეჭდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თედო ტიმოთეს ძე სახოკია ცოლ-შვილთან ერთად ცემში ცხოვრობდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი) მძიმედ იყო ავად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბორჯომში იოსებ ჟივიძის ბენეფისი უნდა გაემართათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე პ. ს. ჟუკოვმა წაიკითხა მოხსენება ადგილობრივი საქონელის მოშენების შესახებ.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 5 ნოემბერს ზავადსკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის სასანიტარო ისპექტორის ავადმყოფობის გამო მის მოვალეობას ასრულებდა ექიმი თარხანოვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე გიორგი ჟურულმა წაიკითხა მოხსენება ევროპაში კოოპერაციების განვითარების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრმა ნ. პ. კოკჩაევმა და საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე არშაკ ბაბოვმა გ. კანდაროვის პურის საცხობი დაათვალიერეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე ლევან ჯანდიერმა წაიკითხა მოხსენება მამულების დაცვის შესახებ.

1855

ტიპი: განათლება

1855 წელს გრიგოლ გიორგის ძე წულუკიძემ დაამთავრა სამთო-საინჟინრო ინსტიტუტი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე მოხსენება წაიკითხა ს. ნ. ტიმოფეევმა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს კონდრატე ინასარიძე იყო ფოთის უძრავი მამულების შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობისთვის ანა ლორთქიფანიძემ გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ე. ს. ეგოროვისას, ე. გ. ჟილენკოსა და ვ. ფ. ქორიძეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობისთვის ანა ლორთქიფანიძემ გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ს. ი. ჟიუვენელის, ვ. ტ. ეგოროვ-სლავსკის, ა. ს. სტეფანოვიჩსა და ა. ფ. ნეზნამოვს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ანა ლორთქიფანიძემ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ი. კილაძისა და ი. ხელაძის სტამბას მადლობა გადაუხადა აფიშების, პროგრამებისა და სხვ. ფასდაკლებით დაბეჭდვისათვის.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის პირველ ნოემბერს უეცრად გარდაიცვალა თბილისის სამთო ინჟინერი გრიგოლ გიორგის ძე წულუკიძე.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 3 ივლისს ჯარისკაც ივ. ელ. თალაკვაძეს ბრძოლის დროს მარჯვენა მკლავი მოამტვრიეს. იგი ბაქოს საავადმყოფოში მკურნალობდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კაზიმირ ცხომელიძე თბილისის სახალხო სამუსიკო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კაზიმირ საველის ძე ცხომელიძე 1864 წლის პირველ ნოემბერს დაიბადა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

კაზიმირ ცხომელიძე 1916 წლის 19 ივლისს თბილისში გარდაიცვალა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ნიკოლოზ ქართველიშვილის თაოსნობით ქართულ ენაზე პირველად დადგეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 ივლისს სოფ. ლეხაინდრავოში აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე თომა გაბუნიამ აკაკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს გამოსცეს გრიგოლ ხერხეულიძის ლექსების კრებული „პირველი სხივი“.