საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85054

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ კაპანაძე იყო საშუალო შეძლების გლეხი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს გრიგოლ კაპანაძე სოფელ კორბოულში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 22 წლის გრიგოლ კაპანაძე დააპატიმრა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ფილიმონ გოგიტაშვილს საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ფილიმონ გოგიტაშვილი იყო საშუალო შეძლების გლეხი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ფილიმონ გოგიტაშვილი სოფელ კორბოულში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 23 წლის ფილიმონ გოგიტაშვილი დააპატიმრა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ დავით მაჭავარიანს საშუალო განათლება არ ჰქონდა მიღებული.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული დავით მაჭავარიანი იყო საშუალო შეძლების ყოფილი აზნაური.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს დავით მაჭავარიანი სოფელ სხვიტორში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 18 წლის დავით მაჭავარიანი დააპატიმრა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი სპირიდონ მალხაზის ძე კედია თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველთ: გაბრიელ ჩხარტიშვილს, მართა ბაჯელიძისას, ილარიონ როყვას, სერაფიონ ჩხარტიშვილს, ეკა ღლონტს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: აღათი ჩხარტიშვილისას, იაკობ რუსიძეს, ალექსანდრე დარჩიას, ჯარისმან დოლიძეს, იესე ჩხარტიშვილს, ანტონ დარჩიას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი გედევან ვასილის ძე გედევანოვი ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ გიორგი ოდიშარია, გრიგოლ და ფარნა ბურჭულაძეები ხონის თეატრის დასის წევრები გახდნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი მატერიალურად ეხმარებოდა ხონის თეატრს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „გაცრეცილი ცხოვრება“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პრაპორშიკი დათიკო დიმიტრის ძე ბზიავა დაჭრილი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის სტატია „შალვა დადიანისა და ელო ანდრონიკაშვილის გასტროლები დ. ხაშურში“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სამტრედიაში გედ. მჟავაძის ლექციას „ხელოვნება და თეატრი“ ცოტა ხალხი დაესწრო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გ. კაპელნიცკი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ვიოლონჩელის მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. დ. აბელოვისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ჯიხაიშის მათავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიის შესაკეთებლად თანხის შემომწირველებს: კონსტანტინე ტაბიძეს, დავით მაისურაძეს, იასონ ჭიჭინაძეს, გიორგი გოცირიძეს, სიმონ ყიფიანს, ემილიანე ღოღობერიძეს.