რეგისტრირებული ფაქტები81551
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 მაისს ზუგდიდში ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სასარგებლოდ ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 აგვისტოს ხონის თეატრში მსახიობ მიხეილ (ნემო) ჯანოევის ბენეფისი უნდა გამართულიყო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქართველ სტუდენტთა წრე, სადაც დუტუ მეგრელიც შედიოდა, გაეცნო მიხაილოვსკის თხზულებას „რა არის პროგრესი“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლიდან ოდესის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა წრემ ლავროვის, მიხაილოვსკისა და ჩერნიშევსკის თხზულებათა შესწავლა დაიწყო.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს დუტუ მეგრელის წერილობით თხოვნას პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე ფილიპე მახარაძემ მწერლის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება დაურთო.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს დაქვრივებულმა მარიამ გაგუამ სუჯუნის ეკლესიის ეზოში მონაზონთან გადასახლების შემდეგ პატარა ვაჟიც გადაიყვანა საცხოვრებლად.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დუტუ მეგრელი 1868 წლიდან სუჯუნის ეკლესიის ეზოში მცხოვრები მონაზვნის სენაკში იზრდებოდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს დაქვრივებული მარიამ გაგუა სუჯუნის ეკლესიის ეზოში მონაზონთან გადასახლდა.
1859
ტიპი: ღონისძიება
1859 წელს თომა ხოშტარიამ საეკლესიო წიგნი, წერა, გალობა და ტიპიკონი შეისწავლა ნამანევის მონასტერში.
1876
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თედო სახოკია 1876 წელს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა შიო იოსავას სახლში.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს გიორგი კუკავას გარდაცვალების შემდეგ, ხეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდლად დანიშნეს ტიმოთე სახოკია.