რეგისტრირებული ფაქტები90029
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული პირველი ოთხმოცი ხელნაწერი აღუწერია თედო ჟორდანიას.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 30 ივნისს გაზეთი „დროება“ აღნიშნავდა, რომ ერთი წლის წინ ფოთში მოკლეს ინგლისელი სუინსონი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ ორ წიგნად გამოსცა ქართული მწერლობა, რომლის მეორე ტომში შევიდა „ზარზმელის ცხოვრება“.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მისი წინასიტყვაობითა და განმარტებით ორჯერ გამოიცა აბდულ-მესიანი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მისი ხელშეწყობით გამოიცა ათონის 1074 წლის ხელნაწერი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ გამოსაცემად მოამზადა ჩახრუხაძის „თამარიანი“.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 14 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა წერილი „რამდენიმე უკანასკნელი ამბავი უფ. მირზოევის ფაბრიკაში“, მირზოევის ბამბის სართავ ფაბრიკაში დასაქმებული მუშების მდგობარეობის შესახებ.
1873
ტიპი: ავტორობა
1873 წლის 27 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ და პოემა „აჩრდილი“, აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემს მეგობარს“, ნიკო ნიკოლაძის ნარკვევები „ნაპოლეონ მესამის ცხოვრება“, „ახალი ახალგაზრდობა“ და „გლეხური სიმღერა“ და ნიკოლოზ ცხვედაძის „დასავლეთი ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავისი მიზეზებით XIX საუკუნეში“.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგე იყო პროფესორი კორნელი კეკელიძე.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგის კორნელი კეკელიძის ასისტენტები იყვნენ მოსე ჯანაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგის ერთ-ერთი ასისტენტი ალექსანდრე ბარამიძე აწარმოებდა ხელნაწერთა ვრცელ მონოგრაფიულ შესწავლა-აღწერას.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 აპრილს სოფელ ბანძაში მოყვარულმა მსახიობებმა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი უილიამ შექსპირის დრამა „ვენეციელი ვაჭარი“ წარმოადგინეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკას ასამდე მკითხველი ჰყავდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იგორ ნერსესოვისა და არსენ კალანდაძის გამოცემული კრებული „ქალ-ვაჟიანი“ შაურად იყიდებოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ლემან-ჰაუპტი ჩამოვიდა კავკასიაში ლურსმული წარწერების შესასწავლად.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის კომისიამ სიმონ აბაშიძეს 3000 თუმანი გირავნობის ხელშეკრულების გარეშე ასესხა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკოლოზ მირიმანოვი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის აღმსრულებელი ვალერი ვერჟბიცკი წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

