რეგისტრირებული ფაქტები91445
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღწერილია საქართველო-იტალიას შორის, საქართველოს თვითმყოფადობის პერიოდში მჭიდრო ურთიერთობა, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 ივნისს დასრულდა კავკასიის მასწავლებელთა სადელეგატო თორმეტდღიანი ყრილობა, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები: სკოლის ნაციონალიზაცია; დაწყებითი და საშუალო სკოლების რეორგანიზაცია; სასწავლო ოლქის გამგეობის რეორგანიზაცია საზოგადოებრივობის პრინციპის მიხედვით; კერძო სკოლის რეორგანიზაცია; სასკოლო ასაკამდე და სკოლის გარეშე საკითხები და სხვ. ყრილობამ შეადგინა ბიურო, რომელმაც თავმჯდომარედ აირჩია ი. დ. მელიქ-შახნაზაროვი, თავმჯდომარის ამხანაგად – გიორგი კონიევი, მდივნად – გ. დ. საპოჟნიკოვის ქალიშვილი და ნიკოლოზ ბერეზოვსკი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის იანვარში გაზეთ „სამშობლოს" დამაარსებელმა და რედაქტორმა იაკობ ცინცაძემ (ია ეკალაძე) გამომცემლობის რედაქციაში შეიტანა განცხადება პირადი პრობლემების გამო რედაქტორობისაგან გათავისუფლების თხოვნით. გამგეობამ მადლობა გადაუხადა შრომისთვის, გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან და გაზეთის მუდმივ თანამშრომლად და სარედაქციო კოლეგიის წევრად დარჩენა სთხოვა. სარედაქციო კოლეგიამ „სამშობლოს" რედაქტორად ერთხმად აირჩია ცნობილი ბელეტრისტი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა 6-პუნქტიანი მიმართვა „პასუხი ძამანაშვილს და მის ამხანაგებს“ , რომელსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანიზაციის მინდობილობით ხელს აწერენ გიორგი ერაძე, დავით ბუაჩიძე, მიკიჩ ვარდოიანცი, ვალოდია გოგუაძე, ვასო ტუღუში, ვლასა მგელაძე.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „რეპრესიები გურიაში“ მიხედვით, რამდენიმე ხნის წინ კ. სულაქველიძემ თავისი შტაბით გურიის სოფლები მოიარა არალეგალურად მცხოვრებ პოლიტიკურ დევნილთა შესარიგებლად, ვითომ ვინც შეურიგდებოდა, ხელს არ დააკარებდნენ, მაგრამ თბილისში არც იყო ჩასული, რომ ჩეკამ ამ ხალხს ჩამოუარა და ჯერ ოზურგეთში ჩარეკა, მერე თბილისში გაისტუმრა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ერთი თვის წინ თავს დაესხნენ არალეგალურად მცხოვრებ სტუდენტ გრიშა ნიკოლაიშვილს, რომელმაც გაქცევა სცადა, იცოდნენ, რომ უიარაღო იყო, მაგრამ ზალპი მისცეს და 4 მძიმე ჭრილობა მიაყენეს. ცოცხალ-მკვდარი წაიღეს.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდილი წერილის „რეპრესიები გურიაში“ მიხედვით, 1925 წელი გურიაში რეპრესიების წელი იყო, ყველა ოჯახიდან ერთი წევრი მაინც დაჭერილი ან გადასახლებული იყო, ლავრენტი ბერია („გრუზჩეკის“ თავმჯდომარე) სანახევროდ ოზურგეთში იჯდა და პირადად ხელმძღვანელობდა რეპრესიებს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ბაგრატ სვიმონის ძე ვირსალაძისგან ალექსანდროპოლში შეგროვებული 22 მანეთი მიიღო. შემომწირველები: ავთანდილ კვიცაშვილი, გიორგი ამილახვარი, გიორგი ჩხეიძე, იოსებ პავლეს ძე თევზაძე და სხვ.

