საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86272

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს ნიკოლოზ ჩხეიძე თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტში. იქ ერთი წელი დაჰყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სამეურნეო საზოგადოების საბჭომ პურის ვაჭრობის მოწესრიგების საკითხი განიხილა, რისთვისაც შექმნეს კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილი, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე, ი. ს. ბუღდანოვი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913-14 წლიდან თევდორე ღლონტი მხოლოდ სოციალისტ-ფედერალისტთა პრესასთან თანამშრომლობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ლეო ანდრიას ძე შენგელაიამ სხვებთან ერთად დააარსა თავისუფალი გიმნაზია, რომლის გამგეც თვითონ იყო.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს ილია ფირცხალაიშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლიდან თევდორე ღლონტმა პეტროგრადიდან ქართულ გაზეთებთან დაიწყო თანამშრომლობა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 4 ოქტომბერს ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრი ერმოლოვი. მინისტრს რკინიგზის სადგურზე დახვდნენ მოხელეები, ქალაქის მოურავის მოადგილე, სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 მარტს ირაკლი წერეთელი პეტროგრადში დაბრუნდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისის გუბერნატორმა საგუბერნიო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია შიდა მრეწველობის კომიტეტის საქმისმწარმოებელი არტემ ფირალოვი.

1931

ტიპი: განათლება

1931 წელს ირაკლი წერეთელმა დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მეოთხე სახელმწიფო დუმაში მენშევიკთა ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი თევდორე ზურაბის ძე ღლონტი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აპრილში ირაკლი გიორგის ძე წერეთელმა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წლიდან ირაკლი წერეთელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო იურიდიული საქმიანობა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ ჩააბარა ხარკოვის საბეითლო (ვეტერინარულ) ინსტიტუტში, საიდანაც სტუდენტური გამოსვლების გამო გარიცხეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის სიფილისით ავადმყოფ ქალთა საავადმყოფოს გამგე-ექიმმა ისტამანოვმა ქალაქის გამგეობას თხოვნით მიმართა, თეთრეულის შესაძენად გამოეყოთ 90 თუმანი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის კომერციული სასწავლებლის ყოფილი დირექტორი ფიშერი საოლქო ინსპექტორად დაინიშნა.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მესამე დასის წევრი გახდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში თევდორე ზურაბის ძე ღლონტი ლანჩხუთში მკითხველთა წრეებს ხელმძღვანელობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლამდე ნიკოლოზ ჩხეიძე ბათუმის საბჭოს ხმოსანი იყო.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე 1863 წელს დაიბადა სოფ. ფუთში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე საფრანგეთში გაემგზავრა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს შალვა ქარუმიძემ მოსკოვის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი სვიმონ გურგენის ძე მდივანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.