საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85055

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 24 წლის აკაკი ქოქოსაძე დააპატიმრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ შავროვმა რუსულ ენაზე დაბეჭდილი „კავკასიის კალენდარის“ გამოცემა დააფინანსა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 დეკემბრის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, იოსებ პენჩინსკი საზოგადოება „ბაღოსნობის განყოფილება“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 დეკემბრის „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 დეკემბრის „დროებაში“ სოლომონ ასლანიშვილის სტატია „არტაანის ამბებიდან“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 დეკემბრის „დროებაში“ სოლომონ ასლანიშვილის სტატია „არტაანის ამბებიდან“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ზუბალაშვილმა სამეურნეო საზოგადოების კრებაზე დამსწრეებს მოცვის ჩაი წარუდგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ფორაქოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში 14-ჯერ დაესწრო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის „უცხო მხარე“ დაიბეჭდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ა. ვოლფ-იზრაილი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში მასწავლებლად მიიწვიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ა. ვოლფ-იზრაილი საიმპერატორო თეატრის სოლისტი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 სექტემბრის კრებაზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობამ რეჟისორებად აკაკი ნესტორის ძე ფაღავასა და ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილის მიწვევა გადაწყვიტა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს პეტრე ხავთასი ნაძალადევის თეატრის დასის წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს სვიმონ ყალაბეგაშვილი ნაძალადევის თეატრის დასის წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გაბ. ჩხენკელი ნაძალადევის თეატრის დასის წევრი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრში ახალი სეზონი ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მთის ზღაპარით“ გახსნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი დავით სოფრომის ძე მგალობლიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვ. ვ. ალენიკოვისას პეტროგრადის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვ. ვ. ალენიკოვისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში მასწავლებლად მიიწვიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნ. ჯავახიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბაქოს დრამატული წრის მიერ მიწვეული ელენე იოსების ასული ანდრონიკაშვილი და შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილი (ხონელი) ბაქოში გაემგზავრნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს პეტ. ფთაძე ნაძალადევის თეატრის დასის წევრი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

პრაპორჩიკი დავ. მიხ. ჯაფარიძე პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა.