რეგისტრირებული ფაქტები89767
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს ალექსანდრე თევდორეს ძე მიასნიკოვმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის წინადადებას მხარი დაუჭირა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს კ. კაკაბაძემ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის წინადადებას მხარი დაუჭირა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 16 იანვრის დილის 9 საათზე არსენა ჯორჯიაშვილმა გენერალ გრიაზნოვის ეტლს ბომბი ესროლა და მოკლა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის 16 იანვარს გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმის შემდეგ ნაცემი არსენა ჯორჯიაშვილი გონს 23 იანვარს მოვიდა.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წლის 1-ელ მარტს დასუსტებული არსენა ჯორჯიაშვილი სახრჩობელამდე ხელით მიიყვანეს.
1907
ტიპი: გარდაცვალება
არსენა ჯორჯიაშვილი 1907 წლის 1-ელ მარტს, დილის 7 საათზე, საგუბერნიო ციხის ეზოში ჩამოახრჩვეს და იქვე დამარხეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს მამია ორახელაშვილმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 ოქტომბერს ვლადიმერ ელიზბარის ძე დუმბაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თათბირს დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავამ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის წინადადებას მხარი დაუჭირა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს ვლადიმერ ელიზბარის ძე დუმბაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის 16 იანვარს ნაცემი არსენა ჯორჯიაშვილი გონების დაკარგვის შემდეგ საკომენდანტო სამმართველოდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და საპატიმრო განყოფილების პალატაში მოათავსეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე მიხეილ კახიანმა იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი დაუჭირა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს დეკანოზმა ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილმა და მისმა ქალიშვილმა ალექსანდრა ლაზარეს ასულმა ჩიქოვანმა-ლემანმა 15 მანეთი გადასცეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 11 სექტემბერს საგუბერნიო საექიმო სამმართველოში გაიმართა თბილისის მეაფთიაქეთა და სააფთიაქო საქონლით მოვაჭრეთა კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ოზურგეთის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურემ, მღვდელმა დიომიდე შილაკაძემ სამსახურს თავი დაანება.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთის საარჩევნო კრებამ 1902-1906 წლებისთვის ქალაქის ხმოსნებად აირჩია: ვასილ იოსების ძე თოფურიძე, მიხეილ გიორგის ძე ანდღულაძე, სოლომონ სპირიდონის ძე ჩოჩუა, სამსონ შუკოჩის ძე ჩოჩუა, ანდრია დავითის ძე ლოლუა, დავით ნიკოლოზის ძე მაკალათია, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთის საარჩევნო კრებამ 1902-1906 წლებისთვის ქალაქის ხმოსნებად აირჩია: დიმიტრი გიორგის ძე პილიდი, გიორგი სტავრის ძე სტავრიდი, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ნიკოლოზ სტეფანეს ძე კიღურაძე, კონრატე ექვთიმეს ძე ინასარიძე, ალექსანდრე ბიჭიას ძე ხოშტარია.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთის საარჩევნო კრებამ 1902-1906 წლებისთვის ქალაქის ხმოსნებად აირჩია: სამსონ ბეჟანის ძე ქავთარაძე, ანდრია პეტრეს ძე ჟვანია, კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე, იულონ სიმონის ძე ხუნჯუა, გიგო ნიკოლოზის ძე დიდია.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთის ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ: ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერია, სტეფანე დავითის ძე გოგინავა, დიმიტრი საბას ძე ფანცულაია, მიხეილ როსტომის ძე წივწივაძე, ევგენი მიხეილის ძე გაბუნია, ალექსანდრე იესეს ძე იოსელიანი.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის 14 მაისს გენერალ-გუბერნატორ ტიმოფეევზე თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი, მათე ფრუიძე, მარტინოვმა დაჭრა. დაჭრილ ფრუიძეს მდევარი კაზაკი დაეწია და მოკლა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ოქტომბერს რუსეთის ცენტრალური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პლენუმზე გადაწყდა, მიხეილ ოკუჯავა მოეხსნათ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანამდებობიდან.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 19 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სისხლის სამართლის პირველ დეპარტამენტში განსახილველად დანიშნული იყო მამასახლისად ნამყოფი პავლე ახალაიას საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენა.

