საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19777

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 დეკემბერს, ლონდონში საქართველოს მისიის მდივანმა ანდრია გუგუშვილმა წერილები გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც საყურადღებოა ინგლისის პრემიერ მინისტრ ლოიდ ჯორჯის მიერ გამოთქმული შთაბეჭდილება ევგენი გეგეჭკორის შესახებ. კერძოდ, მისი აზრით, ევგენი გეგეჭკორი საუკეთესო მინისტრია და თუ ყველა ქართველი საზოგადო მოღვაწე მისნაირი იქნება, საქართველო აუცილებლად გადარჩება.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 20 აპრილიდან 1929 წლის 29 ივნისის პერიოდში ჟენევაში საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟან მარტინმა წერილები გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს საქართველოს შესახებ (ფრანგული და ინგლისურენოვანი გაზეთებიდან ამონარიდები).

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 25 ნოემბერს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც გააცნო ინფორმაცია ვასო სადათერაშვილის საქმის გამოძიების შესახებ. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ზეპირსიტყვიერად იგი გათავისუფლებული იყო ბრალდებისაგან.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 19 თებერვალს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან, წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომლითაც ის აწვდიდა ინფორმაციას, რომ ვექილმა შინდლერმა წერილით მიმართა გამომძიებელ კრიუგერს და სთხოვა, სათადარაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება, რის შემდეგაც გამომძიებელმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 სექტემბერს იტალია-საქართველოს ურთიერთობისა და აშშ-ის საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ გამოქვეყნდა ამონაბეჭდი გაზეთიდან „Грузия” სათაურით „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი რომში“. სტატია მოიცავდა მისი საუბრის ჩანაწერს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა პარიზიდან თბილისში დაბრუნების წინ გაზეთ „ტემპსა“ და ჟურნალ „დე-ჟენევში“ გააკეთა განცხადებები საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად აღიარებისა და რუსეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დარეგულირების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 სექტემბერ-1921 წლის 4 თებერვლის პერიოდში ევგენი გეგეჭკორმა სიტყვა წარმოთქვა ფრანგი კომერსანტების მიერ სასტუმრო „კლარიდში“ გამართულ ბანკეტებზე. მისი მიმართვები განკუთვნილი იყო პარიზში მრეწველი ბეიარდისა და ჟენევაში პროფესორ პიტარდისადმი საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე (ნ. ჩხენკელი, კ.კანდელაკი) (ფრანგულ ენაზე).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16-26 ნოემბრის პერიოდში გაზეთ „ტემპის“ ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს საქართველო-რუსეთსა და საქართველო-ქემალისტურ თურქეთს შორის ურთიერთობებზე და ერთა ლიგაში შემავალ სახელმწიფოთა მიერ საქართველოს სუვერენიტეტის აღიარების აუცილებლობაზე (რუსულ და ფრანგულ ენებზე).

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 9 მარტს ლონდონში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლობის მდივანმა ანდრია გუგუშვილმა გააკეთა საინფორმაციო მოხსენება რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმის დაცემის შესახებ. მანვე ევგენი გეგეჭკორს მისწერა წერილები ინგლისელთა დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და საქართველოს მათთვის გასაცნობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. ის ასევე საუბრობს ინგლისისა და კავკასიის, კერძოდ, საქართველოს ურთიერთობებზე და ინგლისის მხრიდან საქართველოს დახმარების საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით. მისი აზრით, აუცილებელია ლონდონში დაარსდეს ლიტერატურულ-ისტორიული საზოგადოება, რომლის მიზანი იქნება საქართველო გააცნოს ინგლისის საზოგადოებას მთელი თავისი მომხიბვლელობით, ისტორიით, კულტურით, ლიტერატურით და ა.შ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღწერილია,1928 წელს როგორ აჯანყდა მთელი საქართველო დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღწერილია, საქართველო-იტალიის ურთიერთობას როგორ შეუშალა ხელი დამპყრობელმა რუსეთმა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღწერილია საქართველო-იტალიას შორის, საქართველოს თვითმყოფადობის პერიოდში მჭიდრო ურთიერთობა, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანისგან ბორჯომში შეგროვებული 4 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ვანო ლონდარიძე, ეფ. პაქსაშვილი, პ. გიორგაძე, ალ. აბაიძე, გიო შუბ-ძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანისგან ბორჯომში შეგროვებული 4 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: დომენტი კუპრაძე, კირილე პაქსაშვილი, ალ. ჩარკვიანი, ლ. ასპანიძე, ანდრო ლონდარიძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანისგან ბორჯომში შეგროვებული 4 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ერისტო ჩარკვიანი, ფიდო დანელია, ილ. კიკაძე, პ. სულაშვილი, იერ. კუპრაძე და სხვ.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა 6-პუნქტიანი მიმართვა „პასუხი ძამანაშვილს და მის ამხანაგებს“ , რომელსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანიზაციის მინდობილობით ხელს აწერენ გიორგი ერაძე, დავით ბუაჩიძე, მიკიჩ ვარდოიანცი, ვალოდია გოგუაძე, ვასო ტუღუში, ვლასა მგელაძე.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა ნოე რამიშვილის წერილი „თანამედროვე იმპერიალიზმი და ერთა განთავისუფლება“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წერილის „ჩვენი უთანხმოება“ (თავი მესამე: საბჭოთა კავშირში) თარგმანი რუსულიდან.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას მოწინავე წერილის „ჩვენი ტაქტიკა“ II ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ტატო ბლიაძე, ნ. გოგოლაძე, ზ. შერგელაშვილი, ნ. ხრიკაძე და ბესო გოგალაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: პ. გოგოლაძე, ზ. ჯაფიაშვილი, კ. გობანი, ლ. ჩადუნელი, სერგო ლომიძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: რ. გელაშვილი, პ. ბლიაძე, ფ. ტაბატაძე, პ. კაჭუნაშვილი, მ. ამანათაშვილი, ს. ტალახაძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: კ. შ. ჩადუნელი, კ.ს. გოგლიშვილი, კ. გოგოლაძე, ნიკ. იაკ. გელაშვილი, ს. კაჭუნაშვილი და სხვ.

1905

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: გ. ტაბატაძე, გ. გელაშვილი, ი. გოგიჩაიშვილი, გაბ. გელაშვილი, პავლე ჩაჩანიძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ს. მთვარაძე, მან. ტაბატაძე, ი. ლომიძე, ვ. ბუხრიკიძე, დ. თედიაშვილი და სხვ.