რეგისტრირებული ფაქტები19809
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლესიჭინის (ზუგდიდის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 34 მოსწავლიდან (ვაჟი – 33, ქალი –1) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის სკოლის მასწავლებელმა ალექსი დავითის ძე ჯაბიძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 42 მოსწავლიდან (ვაჟი – 36, ქალი – 6) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 68 მოსწავლიდან (ვაჟი – 67, ქალი – 1. 13-მა ბავშვმა უსახსრობის გამო სწავლა მიატოვა) 38-ს მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის სკოლის პედაგოგმა სტეფანე სანებლიძემ მთავარ გამგეობას ღარიბ მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 46 მოსწავლიდან (ვაჟი – 40, ქალი – 6) თოთხმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის პედაგოგი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 54 მოსწავლიდან (ვაჟი – 52 , ქალი –2) ოცდათერთმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

