საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18662

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში თავადის წოდების მქონე იყო 21 მოსწავლე, გლეხი – 12, მართლმადიდებელი – 21, 10 წლამდე ასაკის – 9. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მე-3 ძირითად და პარალელურ განყოფილებაში სასწავლო წლის დასასრულს ირიცხებოდა 121 მოსწავლე, რომელთაგან თავადაზნაური იყო 84, სასულიერო წოდების მქონე – 12, გლეხი – 25, მართლმადიდებელი – 121. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილებაში იყო თავადის წოდების მქონე 22 მოსწავლე, გლეხი – 3, მართლმადიდებელი – 31, 10 წლამდე ასაკის – 31. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პირველ განყოფილებაში იყო თავადის წოდების მქონე 9 მოსწავლე, გლეხი – 5, მართლმადიდებელი – 14, 10 წლამდე ასაკის – 14. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილებაში იყო თავადის წოდების მქონე 19 მოსწავლე, გლეხი – 24, მართლმადიდებელი – 43, 10 წლამდე ასაკის – 43. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელი ოთხგანყოფილებიანი იყო. ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლა ოთხ განყოფილებიანი იყო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა ოთხ განყოფილებიანი იყო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლა ოთხ განყოფილებიანი იყო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სალაროში 11854 მანეთი და 56 კაპიკი და ორი მომგებიანი ბილეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სტიპენდიებისთვის 443 მანეთი და 34 კაპიკი დაიხარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლისთვის დაიხარჯა 1000 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის სკოლისთვის, კანცელარიისა და ბიბლიოთეკის სახლის ქირისთვის, სკოლის თანამშრომელთა ხელფასისთვის და სხვა წვრილმანი საქმეებისთვის სულ დახარჯა 938 მანეთი და 31 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 მაისიდან 1881 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას წევრებისგან შემოუვიდა 1158 მანეთი, ქუთაისის ბანკიდან 1000 მანეთი, ფულის სარგებელი 277 მანეთი და 50 კაპიკი, სურამის წარმოდგენიდან 50 მანეთი, თბილისის სკოლის მოსწავლეებისგან 33 მანეთი და 50 კაპიკი, დაბრუნებული შემოსავალი 30 მანეთი. საზოგადოებას სულ შემოუვიდა 2549 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ქონებას შეადგენდა: სახელმძღვანელო 54 ცალი, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 1057, მასწავლებლის წიგნები – 923, სხვა სასწავლო ნივთები – 190, სულ – 2224. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ ანგარიშს ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. სხვა წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.

პირები
წყარო

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 მაისიდან 1887 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩვიდმეტი კრება ჩაატარა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.

პირები
წყარო

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილებიდან 35 მოსწავლე გადავიდა შემდეგ საფეხურზე, იმავე განყოფილებაში დარჩა – 9. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პირველ განყოფილებაში 48 მოსწავლემ გააცდინა გაკვეთილები, იმავე განყოფილებაში დარჩა 1 მოსწავლე, მომდევნო საფეხურზე გადავიდა – 55. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სააზნაურო სკოლაში პარალელური კლასები უნდა გახსნილიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მიხაილოვის ბანკის წევრთა საერთო კრებამ 2000 მანეთი გადადო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელმა და წევრმა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა საზოგადოებას ორი მომგებიანი ბილეთი იმ პირობით შესწირა, რომ თუ ამ ბილეთებს მოგება ერგებოდა, სარგებელი მისი სახელით გადაეცათ სტიპენდიატებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ საზოგადოებას 500 მანეთი შესწირა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ საზოგადოებას სხვადასხვა ხელნაწერი და დაბეჭდილი წიგნები შესწირა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დამფუძნებელმა წევრმა, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელმა მმართველობას გაუგზავნა სამასი მანეთის ღირებულების აღმოსავლეთის სესხის სამი ბილეთი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას მმართველობის მიერ გამართული საზეიმო ღონისძიებიდან 500 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).