საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19729

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა: ოლივერ უორდროპმა ანტიკვარს, რომელიც მას „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურების შეძენას სთავაზობდა, აცნობა, რომ სურათები ამოჭრილი იყო წერეთლის ხელნაწერიდან, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ეკუთვნოდა და სურათებს მხოლოდ იმიტომ იყიდდა, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისთვის დაებრუნებინა. მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ და უორდროპმა სურათები ოქსფორდიდან ისევ პარიზში გაუგზავნა სურათების პატრონს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ „ქართული სამართლის წიგნისა“ და „როსტომიანის“ გამოცემა გადაწყვიტა. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 10 ნოემბერს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე საბჭომ გადაწყვიტა წერა-კითხვის საზოგადოებისთვის შემდეგი წინადადებით მიემართა: მათი წიგნსაცავ-მუზეუმი მოეთავსებინათ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმთან ერთად შემდეგი პირობით: 1. წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკასა და მუზეუმს ჰქონოდათ საკუთარი კატალოგები (როგორც ჰქონდათ), 2. ორივე საზოგადოების მუზეუმი წერა-კითხვის საზოგადოების საკუთრებაში დარჩენილიყო, 3. ორივე ბიბლიოთეკისა და მუზეუმის გამგედ ორივე საზოგადოების საბჭოსა და გამგეობას მოეწვია ერთი პირი, 4. საჭირო ხარჯები ორივე საზოგადოებას უნდა გაეღო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სამუზეუმო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და წიგნსაცავი იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო იყო საკუთარი გამგე ჰყოლოდა. მათი თქმით, ასეთივე გამგე დასჭირდებოდა წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმსაც. გამგედ შესაფერისი ადამიანი იყო საჭირო, თან იმდენად თავისუფალი, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკაში ყოველდღე ყოფილიყო და საქმეებისთვის ეხელმძღვანელა, მაგრამ გამგის დანიშვნა უსახსრობის გამო არც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებასა და არც წერა-კითხვის საზოგადოებას არ შეეძლო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკა და საისტორიო საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი ქართული გიმნაზიის შენობაში იყო მოთავსებული. გიმნაზიის გამგე კომიტეტმა სამუზეუმო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას დიდი, მშრალი და ნათელი ოთახი დაუთმო შენობის ზედა სართულზე. ამ ოთახებში წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის მოთავსებაც შესაძლებელი იყო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის გორგაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 თებერვალს მაღაზიის გამგე ივანე ავალიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის თხზულებების 10 წიგნი სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 თებერვალს ეფროსინე აღლაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი ვაჟისთვის უმაღლესი სასწავლებლის დასრულებამდე ყოველთვიური დახმარების გაგრძელება სთხოვა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანმა საზოგადოების მთავარ გამგეობას ბორჯომში სამკითხველოს გახსნისა და ქართული წიგნების უფასოდ გადაცემის თხოვნით მიმართა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანმა საზოგადოების მთავარ გამგეობას წიგნებისა და მოსწავლეთა ნივთების საწყობის გასახსნელად 500 მანეთის კრედიტი სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს ივანე ბეჟიტაძემ, მარკოზ გავრილოვმა და რაჟდენ გვერდწითელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძე საზოგადოების მთავარ გამგეობას შემოსავლის 20 პროცენტის (რაც შეადგენდა 80 მანეთს) გადასახადისგან განთავისუფლებას სთხოვს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში კიევის მიტროპოლიტმა იოანიკემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ მადლობას უხდიდა იუბილეს მილოცვისთვის და ლოცვა-კურთხევას უგზავნიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს საორგანიზაცო საკითხებზე დასახარჯად 18. 50 მანეთის გაცემის შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისთვის, როგორც გამგეობისა და სამუზეუმო-საბიბლიოთეკო სექციის წევრისთვის, ქართული სამართლის ხელნაწერთა კრებულების შინ წაღების ნება დაერთოთ, რომელთა გამოცემა მას „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ საბჭომ დაავალა. იქვე უთითებს ხელნაწერთა ნომრებსაც: 107/ა; 107/ბ; 1275; 2565; 2807; 3066; 3356; 3682; 3683; 51; 107/გ; 206/ა, ბ, გ; 543; 1410; 1459/ა, ბ; 2316; 2691; 2771; 4580; 4798 და 4977.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ როცა წიგნსაცავიდან ხელნაწერი ეძლეოდა ან ეგზავნებოდა ვინმეს, წიგნსაცავის დავთარში უნდა მიეთითებინათ წიგნის ნომერი, სახელწოდება, სიგრძე-სიგანის ზომა, მასალა (ქაღალდი იყო თუ პერგამენტი), ფურცელთა ან გვერდთა რაოდენობა, ყდა და ა. შ. ხოლო დასურათებული წიგნის შემთხვევაში სასურველი იყო მათი მოკლე აღწერაც, იქვე ხელი უნდა მოეწერა წიგნის წამღებს ან იმ პირს, რომელმაც წიგნი გააგზავნა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს გიგო აბრამიშვილმა, ლუარსაბ აბრამიშვილმა და ნიკო აკოფოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გადასახადი გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს ზაქარია დანელიამ, გიორგი ვაშაკიძემ, რაჟდენ ზაქარაშვილმა და ანდრო თედიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს დარია მოისეევმა, ზაზა კიკნაძემ, ვლადიმერ კიკნაძემ და ილია მაისურაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს ნინა გორგაძემ, ლიუდმილა არჯევანიძემ და ფირა აბრამოვ-ლაზარევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გადასახადი გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს იაგორ ქიმერიძემ, გიორგი პაქსაშვილმა, ილარიონ საბახტარაშვილმა და პოლიქრონიონ ტოლმირიდმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს დავით ქიტიაშვილმა, ვლადიმერ ყიფიანმა და იასონ ჩიხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს ილია შუბლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სოფელ დვირის სკოლისთვის „დედაენისა“ და ქართულ-რუსული რვეულების გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს კონსტანტინე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, პოლიევქტო კიკალიშვილისთვის ხონის სამკითხველოს სასარგებლოდ ფულის შეგროვების ნება მიეცათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 იანვარს ივანე ლუარსაბიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ფულადი დახმარება სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 იანვარს ლავრენტი დავითის ძე აღლაძის ქვრივმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა.