საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18642

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 დეკემბერს სამთავრობო ავტოსადგომის მმართველი გ. გრიგოლია სთხოვს შრომის სამინისტროს გამოყოს „კადილაკის“ ტიპის ავტომანქანა სამინისტროს მძღოლ ალექსი სიმონის ძე თურქიაშვილისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 დეკემბერს ფ. ი. ფრეი მიმართავს განცხადებით შრომის სამინისტროს, რომელიც ეხებოდა ურთიერთობას მასსა და შსს მედიკო-სანიტარულ განყოფილებას შორის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შრომის სამინისტრო სთხოვს ახსნა-განმარტებას რკინიგზის გენერალ კარალოვს, მის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაზე, რომლის თანახმადაც კახეთის მშენებარე რკინიგზიდან გაათავისუფლეს სომეხი ეროვნების მუშები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17ვაპრილის „ერთობაში“ დაიბეჭდა შალვა ჩოჩიას სტატია „სახელმწიფო მმართველობის გამარტივებისათვის“ვ (მთავრობის საყურადღებოდ).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა კომისიის დასკვნა „მუშათა შორის“ (სამხედრო სტამბაში მომუშავე ჯარისკაცების წერილის გამო). კომისიამ სტამბის გამგის, პოლკოვნიკ ჩაპოძის მიმართ ჯარისკაცთა ბრალდებები განიხილა. კომისია შედგა შემდეგი წევრებისგან: პოლკოვნიკი ოქუაშვილი, შრომის სამინისტროს წარმომადგენელი ს. ფანცხავა, ჯარისკაცების წარმომადგენელი ი. ხომერიკი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ ი. ლომოურის წერილი „საექიმო-სასანიტარო საქმის მდგომარეობა ჩვენში“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილის „ერთობაში“ შრომის მინისტრის მოადგილის გ. ერაძის პროფესულ კავშირთა ყრილობაზე წაიკითხული მოხსენება დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

მაქსიმე ბერძნიშვილმა შეადგინა სტატისტიკური მონაცემები „ქართული წიგნი 1921-1930 წლებში“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 მარტის „ერთობაში“ ცხინვალში დახოცილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დ. მეჩონგურის ლექსი „მოვალეობის მსხვერპლნი“ (სანდრო გიორგი... ) დაიბეჭდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „წითელ გვარდიელთა სიმღერა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავარი ინსტრუქტორის, ბ. თავზაიას და მისი მოადგილის,ტიტე მარგველაშვილის მოწოდება ერობის ინსტიტუტის შემოღების შესახებ, რომელსაც უნდა გადაეცეს ძალაუფლება მაზრებსა და სოფლებში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს განათლების სამინისტროს მიმართეს და შესაფერის სამსახურს ითხოვდნენ შემდეგი პირები: მარიამ მიხეილის ასული თვაური, თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული, ვერა გაბრიელის ასული ვასაძე, ლტოლვილი ოზურგეთის მაზრიდან, გრიგოლ ილიას ძე ორჯონიკიძე, თამარ ვასილის ასული ნადირაშვილი, ნინო იაკობის ასული ილინა, შალვა სილოვანის ძე ვადაჭკორია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს განჯის სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგებმა, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ვლადიმერ მენთეშაშვილმა და ნინო მიხეილის ასულმა ქიქოძემ, ქართული ენის პედაგოგმა მარიამ სიმონის ასულმა რცხილაძემ, ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგმა ილია სიმონის ძე წივწივაძემ, ზაქათალის გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო ისაკის ასულმა სიშჩენკოვმა და ერმილე ჩხეიძემ, საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით მიმართეს.

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორმა ილარიონ ლორთქიფანიძემ 1919 წლის 24 ოქტომბერს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წარუდგინა ქართული ენის სიტყვიერებისა და საქართველოს ისტორიის პროგრამები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ოქტომბერს ქალთა II გიმნაზიის დირექტორმა, გ. ახვლედიანმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წარუდგინა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის პროგრამები რუსული კლასებისთვის.

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის ვაჟთა V გიმნაზიის გამგემ, ი. ჯიშკარიანმა (საქმის მწარმ. მხეიძე) 1919 წლის 10 ნოემბერს საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წარუდგინა ქართული ენისა და ისტორიის კურსის პროგრამები არაქართული კლასებისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთის ქალაქისთავის მოადგილე კორძაია ამიერკავკასიის მთავრობას უპატრონოდ დატოვებული ნავსადგურისა და სავაჭრო ფლოტის ქალაქის განკარგულებაში გადაცემას სთხოვს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ნოე ჟორდანიამ ბრძანებას დაურთო გამოსავალი „პურის საქმის“ გამოსასწორებლად და შემდეგში დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ „პურის საქმესთან“ დაკავშირებით განიხილა თავისივე დანიშნული რევიზორის, გ. ხუნდაძისა და შრომის სამინისტროსა და პროფკავშირების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიის მოხსენებები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ მიმართვაში შორაპნის მაზრის მოქალაქეთა მიმართ ნათქვამია, რომ ბოლშევიკებმა ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქები ოსმალეთს მიუძღვნეს. ოსმალეთიც ითხოვს ამ ოლქების დაცლას, ნუ შემოვუშვებთ ჩვენს მიწაზე, შევადგინოთ მოხალისეთა რაზმი. ყვირილაში შევიკრიბოთო. მიმართვას ხელს აწერენ: ჭიათურის მ. დ. საბჭოს წარმომადგენელი ზაქ. გურული, ყვირილის მ. დ. საბჭოს თავმჯდომარე პოლ. გოგიაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა „ამხ. ლევან დადეშქელიანის მკვლელობის სურათი“ (მისი მხლებელი სვანის ნაამბობი).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეხუთე ნომერში გამოქვეყნდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ბრძანება „პურის საქმის რევიზია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ მეწისქვილეები: იაკუბოვიჩი, დადარიანი, ალიხანოვი და მისი მუშა ხაჩატურ ეგოიანი.