რეგისტრირებული ფაქტები85080
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ ვარლამ ძიძიგური და კირილე კაკაბაძე ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა დადიანი ბაქოს დრამატული წრის რეჟისორად მიიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვასილ არაბიძე ბაქოს ამხანაგობის სალიტერატურო წრის რეჟისორად მიიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ზაქარია ფალიაშვილი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში თეორიის მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავადმყოფ ვალერიან გუნიას შალვა ანტონის ძე მიქელაძე მკურნალობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 აგვისტოს ხაშურის თეატრში ელო ანდრონიკაშვილისა და შალვა დადიანის მონაწილეობით ორმოქმედებიანი დრამა „სტუმარი“ დადგეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნ. ვ. კალაშნიკოვა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ესტატე ლოლაძე სოფ. ხაშმის საკრედიტო ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოში უნდა ჩამოსულიყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 4 სექტემბერს ბათუმში გამართული წარმოდგენის შემდეგ ვალერიან ლევანის ძე გუნია ცუდად გახდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს დაკავებული ვარლამ აბაშიძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.