რეგისტრირებული ფაქტები91605
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომლიდანაც აირჩიეს: მ. ზ. ავთანდილოვი, ვ. გ. ბებუთოვი, ი. მ. ბებუთოვი, ს. მ. ენიკოლოფოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს გამართულ ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრებას 24 რწმუნებული უნდა აერჩია. კრების თავმჯდომარე იყო ი. ა. თაიროვი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ენ. ნიკურაძემ სოფ. კულაშიდან ლუკა გოჩოლეიშვილის ქალიშვილი გაიტაცა და იმავე ღამით ქალის თანხმობით მასზე ჯვარი დაიწერა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის დეკემბერში პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდნენ საადგილმამულო ბანკის საქმეების შესახებ შუამდგომლობისთვის წასული დეპუტაციის წევრები: ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი ს. ნ. ლორთქიფანიძე და საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე დავით მელიქიშვილი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 16 ნოემბერს შეშის გადასახადის ამკრეფ ნიკო კვალიაშვილს სამგზავრო ეტლი დაეჯახა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაშავდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 22 ნოემბერს ძმებმა ლუკა და ერმალოზ ხახლიანიძეებმა ჩხუბისას გიორგი ბერიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებათა საგუბერნიო კომიტეტის ეკონომიკური სექციის თავმჯდომარედ პავლე თუმანიშვილი დაინიშნა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს გამართული მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო ლ. გ. ლოპატინსკი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 დეკემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ოთხი იმერელი“ წარმოადგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში კოტე მესხის ბენეფისი იყო დაგეგმილი, რომელშიც ეფემია მესხი მიიღებდა მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 ნოემბერს თბილისის საეპარქიო საქალებო სასწავლებლის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ სასწავლებლის დღეობისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა, რის შემდეგაც სემინარიის საბჭოს წევრმა, დეკანოზმა ანტონ თოთიბაძემ, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

