რეგისტრირებული ფაქტები91614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე სათეატრო კომისიის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძე, ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე, ალექსანდრე ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანისა, დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი, ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა ს. ბედიანიძემ და ბ. ხატისკაცმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 6-6 შაური შესწირეს.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შტაბს-კაპიტანი გიორგი ზაქარიას ძე ჯაფარიძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვასილ აბაშიძის, ვალერიან გუნიას, ნატალია ჯავახიშვილის, ნინო დავითაშვილის და მარო მდივნის მონაწილეობით ვალერიან შალიკაშვილის პიესა „უპრეტენზიო კომედია“ წარმოადგინეს.
1762
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს უკანასკნელი მღვდელმთავარი სოფრონ წულუკიძე 1762 წელს დაიბადა.
1842
ტიპი: გარდაცვალება
1842 წლის 1-ელ იანვარს სოფრონ წულუკიძე გარდაიცვალა და ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-18 წლებში იოანე შანიძის ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობის დროს მონასტრის ძირითად შემოსავალს წარმოადგენდა ფულადი გადასახადი და გლეხებზე იჯარით გაცემულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტები. მოსახლეობა უარს აცხადებდა მონასტრისთვის კუთვნილი გადასახადზე.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-26 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს გიორგი ბოჭორიძე ეძებდა კულტურულ ფასეულობათა გამანადგურებლებს და მათ მკაცრად დასჯას ითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭის არაერთი ძვირფასი ხელნაწერი იხსნა განადგურებისგან. მკვლევარმა სორის ეკლესიის სახარება ისტორიული მინაწერებით ნაგვიდან ამოიღო.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიურ კრებაზე ყ. მეხუზლა, ს. თითბერიძე, გ. პატიაშვილი, გიორგი იორდანიშვილი, ვ. კვიჟინაძე და სხვ. გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა დეტალურად აღწერა და გამოიკვლია ეკლესია-მონასტრები და მათში დაცული სიწმინდეები.

