საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19584

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძე ფრანკფურტიდან პარიზში წავიდა, იქიდან კი მიუნხენში აპირებდა დაბრუნებას. შეატყობინა, რომ ვისბადენში წამოწყებული საქმე არ იყო დასრულებული.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ერნსტ ლევინთან მოსალაპარაკებლად ნოე ცინცაძე პარიზიდან გერმანიაში ჩაფრინდა და საზოგადო კრებასაც დაესწრო. ცინცაძე ცდილობდა, რუსებთან საბოლოო შეთანხმებისთვის მიეღწია და ამერიკული კომიტეტიდან ფული მიეღო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ოქტომბერს ბ. იაბულაშვილმა, სოჭის სასკოლო კომიტეტის წარმომადგენელმა, საქართველოს განათლების მინისტრს შეხვედრაზე სთხოვა, სოჭის სკოლებისთვის მილიონიანი ფონდიდან დახმარების სახით 192880 მანეთი გამოეყოთ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 სექტემბერს ოზურგეთის მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე გ. თოთიბაძემ განათლების სამინისტროს რეგიონის მასწავლებლების ხელფასებით უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანის ბარათი ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ ჰასკელის მიმართ, რომელშიც მას მთავრობის სახელით მადლობას უხდის გაწეული მუშაობისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია განცხადება, რომ მექარხნე დავით კალანდაძის კანტორა (ვაგზლის ქ.N5) ყიდულობს მინის ჭურჭელს კონიაკისა და არყისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვიქტორ ნოზაძის წერილი ლონდონიდან „ბრიტანეთის მუშათა პარტიის წლიური კონფერენცია“ (ომისა და ზავის საკითხი).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთში „ერთობა“ დაიბეჭდა ბაქოში საქართველოს წარმომადგენელის განცხადება ახალციხის გამგეობის საყურადღებოდ, რომ მოქალაქეები ილია ხარეიშვილი (იგივე ხარამ დავიდაშვილი) და იოსებ აბრამის ძე ნოდიაშვილი ბაქოში არ იმყოფებოდნენ. კონსტანტინე ტერ-აბრამოვი კი დაპატიმრებული არ ყოფილა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს ექიმმა შალვა ანტონის ძე მიქელაძემ შინაგან დაავადებათა მქონე პაციენტების მიღების (6-დან 7 საათამდე) შესახებ განცხადება გააკეთა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს ბაქოში საქართველოს წარმომადგენლის ინფორმაციას აზერბაიჯანში მყოფი სააქართველოს მოქალაქეების შესახებ: სოლომონ და დავით ჯიჯავაძეები კარგად არიან და პირველი შესაძლებლობისთანავე თბილისში გაემგზავრებიან; სერაფიმე ვასილის ძე ბაკურია ბაილოვის ციხეში ზის. მას ბრალდება სამი ბოლშევიკის მოკვლა და 10 წლის იძულებითი მუშაობა აქვს მისჯილი.

1918

ტიპი: ავტორობა

13 ნოემბერს ხონში გამართულ საერთო კრებაზე ზოსიმე ჩახვაძემ წაიკითხა რეფერატი „პროლეტარიატი და სოც.დემოკრატი". მის ოპონენტად გამოვიდა სოციალ-ფედერალისტ მოწაფეთა წარმომადგენელი გ. ხოფერია, რომელმაც აღნიშნა რეფერატის უშინაარსობა და დისკუსია გამართა დამსწრე საზოგადოებასთან. მან დიდი მოწონება დაიმსახურა. მეორე დღეს ხოფერიამ თეატრის დარბაზში წაიკითხა საჯარო რეფერატი „აგრარული პრობლემა", რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსსწრე საზოგადოებისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12ნსექტემბერს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ცენტრობანკის გამგეობის განცხადება, რომ 12-15 სექტემბერს ბანკის მმართველი პეტრე სურგულაძე და დირექტორი ა. გრიგოლია ბანკის განყოფილების დასაარსებლად კონსტანტინეპოლს მიემგზავრებოდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ვახტანგ კოტეტიშვილი ქართულ საზოგადოებასა და საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ატყობინებს, რომ ქართველი ერი იხდის თავისუფლების აღლუმს, რომ მას თავისუფლება სწადია და ამის აღსანიშნავია წითელი პარადი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დავით კაკაბაძე ეხმაურება „საქართველოს ღერბის" კონკურსს. ის თვლის, რომ კონკურსის უმთავრესი პირობები − ქართული სტილის დაცვა, ჰერალდიური წესები − არ იყო შესრულებული და გერბი არ შეუფასებიათ ამ საკითხში გამოცდილ ადამიანებს. მთავრობა კი აცხადებდა, რომ კონკურსი შედგა.

1920

ტიპი: ავტორობა

„ერთობაში“ გამოქვეყნებულ წერილში, ბატალიონის უფროს გ. ედიშერაშვილის ხელმოწერით, ნათქვამია, რომ 1920 წლის 1-8-9 ივნისს სოფ. ჯავაში ტყვედ ჩავარდნილები მადლობას უხდიან ვლადიკავკაზელ ქართველებს და ეროვნულ საბჭოს დახმარებისთვის, კერძოდ, საქართველოს რესპ. კონსულის დროებით მოადგილე მღ. ნათაძეს, ეროვნული საბჭოს წევრებს – ალექსანდრე ავსაჯანოვს, მოქ. ბურდულს, დათიკო ჯავახიშვილს, ზალიკა მჭედლიშვილს, ალექსანდრე მაისურაძეს, მოქალაქეებს ფაციაშვილსა და ლაფაჩს, აგრეთვე საქართველოს, რომელმაც დარიალის ხეობაში თავისი წარმომადგენლები – აბესაძე და ლეიტენანტი ქუთათელაძე გაუგზავნა, და ფერშლებს – სოფიო კაჩაურსა და ცხაკაიას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ქრისტეფორე რაჭველიშვილი საქართველოს მოსახლეობას ულოცავს დამოუკიდებლობის 6 თვის თავს და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ყველამ ერთად, დიდმა თუ პატარამ უნდა იშრომოს საქართველოს განმტკიცებისთვის, გაძლიერებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ არჩილ ჯაჯანაშვილი სიამაყით გადმოგვცემს, თუ როგორ მოახერხა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეფორმების გატარება, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება, რუსეთის ბატონობის მოსპობა. თუ როგორ კეთილსინდისიერად მოიქცა გერმანიის სახელმწიფო, თავისი ძლიერება საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენა და საქართველოსაც თავის მხრივ არ დასჭირვებია გერმანიის დახმარება სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების აღსადგენად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ სამსონ ფირცხალავა სიამაყითა და დიდი ბედნიერებით აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის შესრულებას. ის აცხადებს, რომ ქართველი ერი აღდგა და საქართველო დღეს და სამარადისოდ თავისუფალია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ივლისის გაზეთ „ერთობის" ცნობით, შრომის სამინისტროს ცირკულარში წერია, რომ მთავრობის 8 ივნისის დადგენილებით, პროვინციის სახელმწიფო დაწესებულებათა უმცროს მოსამსახურეთ პენსიები გაეზარდათ. ხელს აწერენ: საქმეთა მმართველი ი. ა. გოლდმანი და საქმისმწარმოებელი მ. სოხაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

აკაკი პაპავა გადმოგვცემს,რომ როცა საქართველოში არ იყო აზრთა თანხვედრა საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ,სწორედ მაშინ დემოკრატიის მომხრეები ერთხმად დაუპირისპირდნენ მათ მოწინააღმდეგეებსა და საქართველოს მტრებს.მათ ერთიანი ძალისხმევით,საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინეს და 6 თის შემდეგაც არ აპირებდნენ დემობილიზაციას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ივლისს, 4 საათზე, ავლაბრის სახალხო უნივერსიტეტის შენობაში ნ. ათაბეგოვ-ტუმასი წაიკითხავდა მოხსენებას სოციალური დახმარების შესახებ .

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გრიგოლ რცხილაძე საქართველოს დამოუკიდებლოს გამოცხადებიდან 6 თვის თვზე აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აცხადებს, რომ 26 მაისის აქტმა დაამტკიცა, ის, რაც ქართველი ხალხის ნაციონალურ რეალობას შეადგენდა, დიდხანს უჩინარი იყო როგორც თვით ამ ხალხისთვის, ისე მისი მესვეურებისთვის. ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის საფუძველზე შეინარჩუნა უდიდესი ნაწილი თავის ტერიტორიისა, რომელსაც გარეშე ძალა ეპატრონებოდა, დაიცვა თავისი ქვეყნის უსაფრთხოება და გაატარა მთელი რიგი რეფორმები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 თებერვალს განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომამ მოიწონა და სკოლებში სასწავლებლად დაამტკიცა ლათინური ენის სახელმძღვანელო, რომლის ავტორიც ბ. ჩინჩალაძე იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ დედა ალექსანდრა დავითის ასული მართაშვილი, მღვდელი დავით სართანიძე, მისი მეუღლე მარიამი, ეფრემ დავითის ძე სართანიძე, მისი მეუღლე შუშანიკი, ნადეჟდა დავითის ასული ბერიძისა, ელისაბედ დავითის ასული ხოსიტაშვილისა მწუხარებით აუწყებენ ახლობლებსა და მეგობრებს, რომ 28 ნოემბერს გარდაიცვალა ნინო კონსტანტინეს ასული მართაშვილი. გასვენება გაიმართებოდა 1-ლ დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „სახალხო საქმეში" შვილები: სოსო, კოლა ჩოლაურები, სონა გურგენიძისა და ანა ჟივიძისა, ასევე სიძეები: გიორგი ჟივიძე და ალექსი გურგენიძე აქვეყნებენ განცხადებას მათთვის ძვირფასი ალექსანდრე იოსების ძე ჩოლაურის გარდაცვალების შესახებ.