რეგისტრირებული ფაქტები30239
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მრეწველმა კონსტანტინე ზუბალაშვილმა თავად-აზნაურობის საბჭოს ქარვასლის შესყიდვის წინადადებით მიმართა, რომლის საფასურად 1,200,000 მანეთს გადაიხდიდა, ხოლო დამატებით 300,000 მანეთს მის რესტავრაციას მოახმარდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი მ. კ. ცინცაძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო თანხების შესაგროვებლად რუსეთში მიავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 აგვისტოს არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ეგზარქოსი ფლაბიანე, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე და იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი იყვნენ მიწვეული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისში ლადო ალექსი-მესხიშვილის, თამარ ივანიძის, დავით ჩარკვიანისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 აგვისტოს სოფელ მეტეხში ახლად აღდგენილი ძველი ეკლესიის კურთხევა იყო დაგეგმილი, რომელსაც ეგზაგქოსი ფლაბიანე და არქიმანდრიტი კირიონი დაესწრებოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინოპოლში პროფესორმა ნიკო მარმა სომხურ საერო წიგნთსაცავში დაცული ძველი ხელნაწერები დაათვალიერა და უახლოეს ხანში მათ შესახებ სამეცნიერო ნარკვევის გამოქვეყნებას გეგმავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულმა თურქესტანიშვილმა თბილისის სასამართლო პალატაში თავად ი. ზ. ბარათაშვილის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სავაჭრო-სამეურნეო პოლიციის უფროსმა ზედამხედველმა ბ. ა. ჯაბადარმა თბილისის გამგეობას ფრინველთა ბაზრის მოწყობის პროექტი წარუდგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, უახლოეს ხანებში საგარეჯოში მსახიობები დ. აბდუშელი და ალ. თამაზაშვილი გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ და ამოგებულ თანხას ადგილობრივ სამკითხველოს შესწირავდნენ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისის გამგეობამ ინჟინერ ალხაზოვსა და ძამოევს დაავალა შეედგინათ იმ ქუჩების სია, რომლებიც უნდა მოეკირწყლათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ფოთში კონდრატე ინასარიძის თავმჯდომარეობით შექმნილმა უძრავი მამულების შემფასებელმა კომისიამ ფოთის მამულები შეაფასა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს კაზიმირ ცხომელიძის მონაწილეობით ქართულად პირველად დადგეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს კაზიმარ საველის ძე ცხომელიძის მონაწილეობით ქართულად პირველად წარმოადგინეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბორჯომში იოსებ ჟივიძის ბენეფისი უნდა გაემართათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრმა ნ. პ. კოკჩაევმა და საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე არშაკ ბაბოვმა გ. კანდაროვის პურის საცხობი დაათვალიერეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ნიკოლოზ ქართველიშვილის თაოსნობით ქართულ ენაზე პირველად დადგეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 ივლისს სოფ. ლეხაინდრავოში აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე თომა გაბუნიამ აკაკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პოემა „პირიმზე“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ზაფხულის სეზონზე ქართველ მსახიობთა ამხანაგობას წარმოდგენები ყვირილაში, ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, უნდა გაემართა. დასის წევრები იყვნენ: მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, კ. რუხაძე, ვასილ არაბიძე, არ. არაბიძე, ივანე ბარველი, ნ. ასათიანი, ა. ყალაბეგიშვილი, ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ვასილ ურუშაძე, მოკარნახე გიორგი გურული და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 ივნისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა აქვსენტი ცაგარლის პიესა „ლეკის ქალი გულჯავარ“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე იმედაშვილი, გიგო ფრონისპირელი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს ნაძალადევის თეატრში სვიმონ სვიმონიძის რეჟისორობით წარმოადგინეს აქვსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ილიკო ქურხულმა საგარეჯოში ბავშვებს კეთილხმოვანების გაკვეთილები ჩაუტარა.