რეგისტრირებული ფაქტები92954
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომაზე მოხსენება წაიკითხეს ანასტასია წერეთლისამ და დავით კარიჭაშვილმა ლუკა რაზიკაშვილის ნაწერების წიგნად გამოცემის შესახებ. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1822
ტიპი: ღონისძიება
1822 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა სოფრონ წულუკიძემ საქართველოს ეგზარქოსს სთხოვა, გელათისა და ჭელიშის მონასტრებიც შტატის მონასტრებად შეერაცხა რუსეთის მსგავსად და გელათისთვის – პირველი კლასის, ხოლო ჭელიშისთვის – მეორე კლასის მონასტრის ხარისხი მიენიჭებინა.
1805
ტიპი: ღონისძიება
1805 წელს მანუჩარ ყიფიანმა ჭელიშის მონასტერს შესწირა ხვანჭკარის მცხოვრები ტყეშელაშვილები თავიანთი მიწა-წყლით.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს რუსეთის სატექნიკო საზოგადოების განყოფილებამ ინჟინერ-ტექნიკოსი ბახმეტიევი თავის წარმომადგენლად დანიშნა კავკასიის გამოფენის გამმართველ კომიტეტში.
1807
ტიპი: ღონისძიება
1807 წლის 14 მარტს გიგია წერეთლის შვილებმა ჭელიშის მონასტერს იწაში მდებარე ყანა და ტყე შესწირეს.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წლის წერილს იოსტას წერეთელი ხელს აწერს, როგორც სხვავის მონასტრის გამგებლობის თანამდებობის აღმასრულებელი.
1841
ტიპი: თანამდებობა
1841 წელს პანტელეიმონ ჯაფარიძის გარდაცვალების შემდეგ სხვავის მონასტრის გამგებლობა მღვდელ-მონაზონ იოსტას წერეთელს დაეკისრა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომელმა კ. მარისოვმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 კაპიკი შესწირა.
1801
ტიპი: ღონისძიება
1801 წელს სოლომომ II-მ სხვავის მონასტერს შესწირა სოფელ ხამშში მდებარე ვენახი და ტყე.
1871
ტიპი: გარდაცვალება
1871 წლის 30 ოქტომბერს მაკარ ჯაფარიძე გარდაიცვალა. იგი სხვავის მონასტერში დაკრძალეს.

