საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92954

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წლის 4 ივლისს ალექსი იესეს ძე კანდელაკი მღვდელ-მონაზონმა ონიფანტემ ბერად აღკვეცა და ანტონი უწოდა.

1859

ტიპი: ღონისძიება

1859 წელს ჭელიშის მონასტრის წინამძღვარმა ონიფანტემ იმერეთის ეპისკოპოს გერმანეს ალექსი იესეს ძე კანდელაკის მღვდელ-მონაზვნად კურთხევა სთხოვა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წელს გაბრიელ ეპისკოპოსმა ალექსი იესეს ძე კანდელაკი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წელს ალექსი იესეს ძე კანდელაკი ჭელიშის მონასტრის ხაზინადრად დანიშნეს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 28 იანვარს მიხეილ ჯანელიძე ბერად აღიკვეცა მაკარის სახელით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ რაფიელ ერისთავის ახალი ორმოქმედებიანი კომედია „ქაჩუა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსტანტინე ყიფიანი და ნატალია ცაგარელი.

1823

ტიპი: თანამდებობა

1823 წლის 23 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით იმერეთის არქიეპისკოპოსმა სოფრონიოსმა იოსებ ბაქრაძე მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 11 თებერვალს მაკარი ჯანელიძემ გაბრიელ ეპისკოპოსს ჭელიშის მონაასტერში ეკონომოსის დანიშვნა სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ივანე და დავით ბიბილაშვილებმა, დ. მამულაიშვილმა, ი. დონაძემ და ა. ხოსროშვილმა თითო-თითო აბაზი შესწირეს.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის 11 დეკემბერს ნიკოლოზ ნიჟარაძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1837

ტიპი: თანამდებობა

1837 წელს იოსებ ბაქრაძე გოგნის უდაბნოს წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წელს ონიფანტე ნადირაძე გარდაიცვალა და გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ი. რევაზიშვილი ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორის თანაშემწე იყო.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის 1-ელ აპრილს სინოდის განკარგულებით იოსებ ბაქრაძე კაცხის მონასტრის წინამძღვარი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ივ. შუბაშვილმა, ილ. მახათაძემ, მ. ტყეშელაშვილმა და ს. მანველიძემ ათ-ათი შაური შესწირეს.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის 11 დეკემბერს ნიკოლოზ ნიჟარაძე რაჭის საეკლესიო მამულების გამგედ დანიშნეს.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წლის 30 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ იოსებ ბაქრაძე იღუმენად აკურთხა.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860-67 წლებში იღუმენი იოსებ ბაქრაძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი იყო.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წელს მაკარ ჯანელიძე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1834

ტიპი: თანამდებობა

1834 წლის 24 თებერვალს არქიეპისკოპოსმა სოფრონიოსმა მიხეილ ჯანელიძე დიაკვნად აკურთხა.

1834

ტიპი: თანამდებობა

1834 წლის 30 აპრილს ეგზარქოს ევსევის ნებართვით მიხეილ ჯანელიძე პროტოდიაკონი გახდა.